ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად ჰარდენის "ჰიუსტონი" დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
29 მარტს, გამთენიისას, "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ჰიუსტონში "როკეტსი" დაამარცხა, რითაც რეგულარული ჩემპიონატის მოგების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

"ჰიუსტონი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და შესაბამისად, ლიდერი ოკლენდელების დამარცხების სოლიდური ამბიციაც ჰქონდა, მაგრამ ზაზა ფაჩულიას გუნდმა დიდებულად ითამაშა და მასპინძელი 113:106 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე ბოლო ხანებში სტანდარტულად ქცეული - 14 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 3 მოხსნით და 2 პასით დაასრულა. ზაზამ 4 პერსონალური მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.

"გოლდენ სტეიტს" 32 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით სტეფ კარიმ ულიდერა, კლეი ტომპსონმა კი სტუმრებს 25 ქულა შეაშველა. ოკლენდურმა გუნდმა პირველი პერიოდი 37:20 მოიგო, რის შემდეგაც ლიდერობა აღარ დაუთმია და გამარჯვებამდეც ღირსეულად მივიდა. ჰიუსტონელებმა რამდენჯერმე 2 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა, მაგრამ სტუმრებმა მეტის საშუალება აღარ მისცეს.

ეს გახლდათ "გოლდენ სტეიტის" მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის მე-200 კარიერული გამარჯვება, რომელიც მან 238-ე მატჩში მიაღწია. ეს კი NBA-ს აბსოლუტური რეკორდია. ერთი, რომ კერი ერთადერთია, რომელსაც NBA-ში 200 გამარჯვება მოუპოვებია, მეორეც, ასე მცირე მატჩებში ამდენი მოგებაც ვერავის მოუხერხებია. მაგალითად, ლეგენდარულმა ფილ ჯექსონმა პირადი მე-200 გამარჯვება 270-ე მატჩში იზეიმა.
იხილეთ ვიდეო: ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 106:113
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტმა" თავისებური რეკორდი მიითვალა, რაც ზედიზედ 3 სეზონში მინიმუმ 60 გამარჯვების მოპოვებას გულისხმობს. ოკლენდელებს 60 მოგების წილ 14 მარცხი აქვთ და რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი 8 მატჩიდან 6 მოგება ჰყოფნით, პირველობა რომ მოიპოვონ.

მორიგ მატჩში, 30 მარტს, "გოლდენ სტეიტი" უშუალო კონკურენტსა და მდევარ "სან ანტონიოს" შინაურ არენაზე ხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
სჯობია ადვოკატობას ღამეების თენებაც შეუთავსო, ან იოუტუბეზე გამეორებას უყურო ხოლმე ხან და ხან, მაგის მერე მასეთი სისულელეების წერა აღარ მოგინდება.
du-du-ს
29 მარტი 2017 16:14
0
ფაჩულია,არაა სუპერ ვარსკვლავი,არა. საშუალო დონის ცენტრია...
გივი - გია თუთბერიძე
29 მარტი 2017 15:13
0
სროლები აღარ მისდის და როგორც ჩანს კერიმ ისევ ბლოკების დაყენებაზე გადაიყვანა, თუ წინა თამაშში დაცვაში ძლიერი იყო და თავდასხმაში მოიკოჭლებდა, დღეს ორივე კომპონენტში სუსტი იყო, თან ჰარდენის პასებით კაპელამ სულ თავზემოთ უფრინა და ეფექტური ბურთები უტენა კალათში.
tanto
29 მარტი 2017 13:31
0
დუ-დუ ეტყობა თავად შემოგეჭამა ვინმე, არავის არ ვკბენ ფაქტი დავაფიქსირე,ყველა სეზონში ასე ხდება მეორე ნახევარს სუსტად ატარებს პირველთან შედარებით.
m.m
29 მარტი 2017 12:42
0
m.m-ს. რა კარგად გეხერხება კბენა. ეს ძალიან ცუდი ჩვევაა, რადგან შეიძლება შენი ყველაზე ახლობელი შემოგეჭამოს კიდეც. ასე რომ ფრთხილად.
du-du
29 მარტი 2017 10:44
0
ტრადიციულად მოუკლო სეზონის ბოლო ნაწილში
m.m
29 მარტი 2017 10:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული