ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსაც" მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის დროით 1-ელ აპრილს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი საკუთარ არენაზე "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 107:98 დაამარცხა.

ჰიუსტონელები დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან, შესაბამისად ლიგის ერთ-ერთ ფავირიტადაც ითვლებიან. ოკლენდში "როკეტსმა" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა ჩვეული შეუპოვრობა გამოავლინეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. გარდამტეხ მომენტში შედეგიანად ითამაშეს სათადარიგოებმა - ანდრე იგუდალამ და იან კლარკმა. ჯავალ მაკგის კი 11 წუთში 13 ქულა და 5 დაფარება დაუგროვდა.

ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში
იყო ოკლენდელთა ქართველი ცენტრი. ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა და 3-დან 1 ორქულიანი მიითვალა. ზაზამ შეხვედრა 2 ქულით და 1 მოხსნით დაასრულა.

რაც შეეხებათ გოლდენსტეიტელთა სხვა სასტარტოებს, სტეფ კარი 24 ქულით ბომბარდირი გახდა, კლეი ტომპსონმა კი გუნდს 20 ქულა მიაშველა. დრეიმონდ გრინმა და მეტ ბარსნმ 6-6 ქულა მიითვალეს.

62 მოგებითა და 14 მოგებით "გოლდენ სტეიტი" მთელ ლიგას ლიდრობს. მდევარ "სან ანტონიოს" 4 მოგებით ნაკლები და 3 წაგებით მეტი აქვს. რეგულარულ ჩემპიონატში ოკლენდელებს დარჩნილი აქვთ 7 მატჩი და ამ უპირატესობას, დიდი ალბათობით, არ გაანიავებენ, რაც მათ ლიგის პირველ ადგილს და პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობას მიანიჭებს.

მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 3 აპრილს, შინ "ვაშინგტონთან" ელის.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ზაზა რახდება?! ვნახოთ ვაშინგტონთან გორტატის წინააღმდეგ რამდენ ხანს ითამაშებ
svan
12:08 01-04-2017
0
ოდნავ გვიან გამეღვიძა, სასწრაფოდ ჩავრთე ნოუტი, შევედი საიტზე, თამაშის პირველი წუთები იყო დაწყებული და კაკ რას ზაზა იმ მომენტში ფარქვეშ შემოტრიალებით ისროდა, ვერ ჩააგდო, გავბრაზდი, გამოვრთე ნოუტი და გავაგრძელე ძილი.
ძალიანაც კარგიც მიქნია, გამთენიიდან ცუდ ხასიათზე მაინც არა ვარ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული