"მეგა ბიმაქსის" 18-წლამდელთა გუნდის პერსპექტიული ქართველი წევრი გამოცდილების მისაღებად და კლასის ასამაღლებლად სერბეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "სმედეროვოშია" განათხოვრებული, სადაც ნელ-ნელა ლიდერად ყალიბდება. მორიგ ტურში სმედეროვოელებმა ჩემპიონატის მეორე მატჩი მოიგეს და ამაში ქართველი ცენტრის წილი უდიდესია.
ბოლო, მე-14 ადგილზე მყოფი "სმედეროვო" სტუმრად მეხუთეადგილოსან "დუნავს" შეხვდა და 86:75 დაამარცხა. ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში
ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის ინდექსმა 24 ერთეული შეადგინა და ის მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელებს - ნოვაკ მუჟიჩს (28) და სტეფან შიმიჩს (26). 2 მოგებითა და 21 მარცხით "სმედეროვო" ბოლო ადგილზე მარტო აღარ არის და ამ პოზიციას იგივე შედეგის მქონე კლუბ "კონსტანტინთან" იზიარებს.
"სმედეროვო" მორიგ მატჩს 8 აპრილს, შინ მე-2 ადგილზე მყოფ "დინამიკთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით