17 წლის სანდრო მამუკელაშვილი NBA-ს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა

AutoSharing Option
ამერიკული მედიის ინფორმაციით, სანდრო მამუკელაშვილმა კარიერის გაგრძელება სეტონ ჰოლის კოლეჯში გადაწყვიტა. სეტონ ჰოლის "პირატები" NCAA-ს I დივიზიონში თამაშობს.

ერთ-ერთი უნიჭიერესი ქართველი კალათბურთელი (რომელსაც ამერიკის მოქალაქეობა აქვს) ამჟამად მონტვერდეს აკადემიის გუნდში თამაშობს. უკვე მარტში გახდა ცნობილი, რომ მამუკელაშვილი 6 კოლეჯის მიწვევას განიხილავდა, მათ შორის იყო "სეტონ ჰოლიც".

დიდი ალბათობით, "სეტონ ჰოლის" ფორვარდი ანხელ დელგადო NBA-ს დრაფტზე დადგება, მამუკელაშვილი კი მის შემცვლელად განიხილება.

სანდრო თავადაც ითვლება NBA-ს კალიბრის კალათბურთელად და მასაც უკავშირებენ მომავალში ეროვნულ საკალათბურთო ლიგას. ის 1999 წელს არის დაბადებული და
მაისში 18 წლის ხდება.

"სეტონ ჰოლში" თავი ისე ვიგრძენი, როგორც სახლში. ძალიან მომეწონა იქაური ატმოსფერო", - უთხრა მამუკელაშვილმა scout.com-ს.

ბოლო კალათბურთელი "სეტო ჰოლიდან", ვინც NBA-ს დრაფტზე აიყვანეს, აიზეა უაითჰიდი იყო 2016 წელს. 2001 წელს ამ გუნდიდან ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში მოხვდნენ სემუელ დეილემბერტი და ედი გრიფინი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სანდროს წინა ინტევიუშო უწერია რომ ბედნიერი იქნება თუ ჩაიცვამს საქართველოს ნაკრების მაისურს.რახან ამერიკაში არის დაბადებული და მოქალაქეა,21 წლამდე არ აქვს მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრებში.რეიტინგით2-რე იყო ევროპაში სანამ იტალიაში ტამაშობდა.NBA იტამაშებს აუცილებლად როგორც წერენ ამერიკული გაზეთები(ზობიერთი ბოღმიანის გასაგონად)ყველა პოზიციაზე ძლიერია როგორც ფორვარდი და ასევე დაცვაშიც.წარმატებები სანდრო!!!
nino
29 აპრილი 2017 14:26
0
აი ენას რო ძვალი არ აქვს თორემ ნორმალურმა კაცმა შეიძლება სერიოზლად განიხილოს რომ ეს ბიჭი ა.შ.შ ნაკრებში მოხვდება?ნეტა ეიდ კალათბურთი ითამაშოს და საქართველოს იქით გზა არ აქვს
უცნაურ ხალხს
26 აპრილი 2017 15:43
1
ამერიკის ნაკრებში? ღადაობთ ალბათ. ნბა-ში ისეთი კალათბურთელები არიან ამ ბიჭს წლების გავლა და უსასტიკესი შრომა დასჭირდება რათა ამერიკის ნაკრებში მოხვდეს.
giorgi
25 აპრილი 2017 13:40
0
წარმატებები, იმედია საქართველოს ნაკრების მაისურით ვიხილავ.
sabonis
25 აპრილი 2017 10:36
0
სპორტის სახეობებში 18 წლისა ბევრი გვყავდა პერსპექტიული მაგრამ მთავარია მერე თუ შეძლებს ცხოვრებისეული ცთუნებების გაძლებას და დიდი შრომით აიმაღლებს კლასს.
ამაშია საქმე
25 აპრილი 2017 10:14
0
თუ ისეთი იყო რომ ამერიკის ნაკრებში ითამაშებ მაშინ???თუ არა და არ გვყავს ამერიკის მოქალქე. მივცემთ საქ. მოქალაქეობქს და ითამშებს. აბა რომელ ნაკრებში ფიქრობთ რო ითამაშებს
Ramazi
24 აპრილი 2017 22:30
0
წარმატებები პერსპექტიულ ქართველს!
ფედერაციიდან ვინმე არის ამ ბიჭთან კონტაქტზე?!
georgian
24 აპრილი 2017 19:15
0
ამერიკის მოქალაქეობა აქვს და ისურვებს საქართველოს ნაკრებში თამაშს? ყველა სპოტცმენისთვის (და ყველა ქართველისთვის)გალაქტიონის სიტყვები უნდა გახდეს დევიზი: საქართველო უპირველეს ყოვლისა! წარმატებები სანდროს საქართველოს სადიდებლად!
legi
24 აპრილი 2017 18:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული