ზაზა ფაჩულიას დამატება "უორიორსის" გენერალური მენეჯერის 10 საუკეთესო სვლაში შეიყვანეს

AutoSharing Option
The Mercury News-მა "გოლდენ სტეიტ უორიორსის" გენერალური მენეჯერის, ბობ მაიერსის ათი საუკეთესო სვლა გამოაქვეყნა.

მერვე ნომრად სიაში ზაზა ფაჩულიას დამატებაა ამ სეზონის წინ.

"ზაზა ფაჩულია პირველი "მაღალია", რომელიც მაიერსმა დაიმატა ყველა იმის საკომპენსაციოდ, რასაც მოედანზე ენდრიუ ბოგუტი აკეთებდა. ფაჩულიას თამაში ერთი შეხედვით არ არის მიმზიდველი, მაგრამ, როგორც ვესტმა, მანაც კარგად იცის თავისი როლი გუნდში.

ეს როლი კი ბევრი შავი სამუშაოს შესრულებაა სასტარტო ხუთეულში - "სქრინების" დაყენება, ფიზიკური თამაში ფარქვეშ, იოლი სასროლი სიტუაციის გამონახვის მცდელობები. ფაჩულია ბოლომდე იბრძვის დაკარგული ბურთებისთვის. ეს
ყველაფერი კი მას გუნდელთა ფავორიტად აქცევს, ზოგიერთი ფანატისგან განსხვავებით, რომლებიც მისი თამაშის დეტალებს ვერ წვდებიან", - წერს გამოცემა.

სტატიას გამოკითხვაც ერთვის: ფანების 0,94% მიიჩნევს, რომ საუკეთესო სვლა ბობ მაიერსის გენერალური მენეჯერობის პერიოდში სწორედ ფაჩულიას დამატებაა.

პირველ ადგილზეა ანდრე იგუდალას დამატება და გაყიდვა - 44,7%, მეორეზე - კევინ დურანტის გადაბირება - 43,4%, მესამეზე ჯავალ მაკგის აყვანა - 4,91%.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოლოდან პირველი მოვედიო.
სათაურმა ისევ დაგლიჯა
17:51 28-04-2017
0
ამ სტატიის მაგიერ The Mercury News-ის მიერ თავიანთ საიტზე გოლდენის მოთამაშეების გამოკითხვაში ზაზასთვის ხმის მიცემის სტატია რომ დაგედოთ, ეხლა ზაზა ამ გამოკითხვის ლიდერი იქნებოდა მინიმუმ 75%-თ!!!
ეეე, სუსტი სუსტიიი
tanto
18:01 28-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული