თორნიკე შენგელიამ და "ბასკონიამ" "ხუვენტუდი" გაანადგურეს
AutoSharing Option
30 აპრილს, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ხუვენტუდს" უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 81:45.
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 16:46 წუთი გაატარა და 8 ქულა დააგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა, რაც ბასკონიელთაგან მეორე შედეგი იყო.
20 მოგებითა და 8 მარცხით "ბასკონია" მე-3 ადგილზეა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.