ამ გამარჯვებით "უორიორსი" სერიაში დაწინაურდა - 1:0.
ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 10 ქულა, 1 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ 10 ქულა და მეტი მხოლოდ სასტარტო ხუთეულის მოთამაშეებმა მოიპოვეს. დრეიმონდ გრინმა და
გამოსარჩევი ფაქტია, რომ შეხვედრაში ორმაგი დუბლი არავის გაუფორმებია.
ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს შინ 5 მაისს, ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.
დღის მეორე შეხვედრაში "ბოსტონმა" "ვაშინგტონს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 129:119 დაამარცხა. ყველაზე მეტი, 53 ქულა აიზია ტომასმა მოაგროვა, სტუმართა მხრიდან კი ჯონ უოლმა 40 ქულა ჩააგდო. ამ გამარჯვებით "სელტიქსი" სერიაში 2:0-ს იგებს.