"უორიორსი" სერიაში 2:0-ს იგებს.
ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ცენტრებს შორის მოედანზე ყველაზე ცოტი დრო გაატარა. ზაზა ფაჩულიამ სულ 8:58 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ "იუტას" ცენტრმა რუდი გობერმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო, რაც "გოლდენ სტეიტის" სამივე ცენტრის დროის ჯამზე უფრო მეტია. შესაბამისად, გობერმა ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულითა და 16
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა გორდონ ჰეიუორდმა ჩააგდო.
მასპინძლების ლიდერებმა კი თანაბრად შედეგიანად ითამაშეს. კევინ დურანტმა 25 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, სტეფ კარიმ 23 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, დრეიმონდ გრინმა კი 21 ქულა, 6 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება კლეი ტომპსონს, მან 14 ქულა ჩააგდო.
ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს სტუმრად "იუტასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდე გრძელდება.
დღის მეორე მატჩში "ვაშინგტონმა" "ბოსტონს" უმასპინძლა, ანგარიშით 116:89 დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა - 1:2. მასპინძლებს 24 ქულით ჯონ უოლმა ულიდერა.
სამივე ცენტრს მისცა სათამაშოდ ცოტა დრო... ზაზა 8 წუთი და 2 ქულა, მაკგი 9 წუთი და 4 ქულა, ვესტი 14 წუთი და 4 ქულა.
სამივე ცენტრის საერთო მონაგარი: 31 წუთში 10 ქულა.