აეკ-მა სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია ევროგრანდს, რაც მაიკლ დიქსონის დიდი დამსახურებაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი სტუმართაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
დიქსონი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ
14 მაისს აეკ-ი "პაოს" შინ გაეჯიბრება და სერიაში ანგარიშის გათანაბრებას ეცდება, დღეს კი, დიდი ალბათობით, პირველი ფინალისტის ვინაობას შევიტყობთ. პირეოსის "ოლიმპიაკოსმა" ვიქტორ სანიკიძის "არისს" პირველი მატჩში 84:54 სძლია და სავარაუდოდ, სტუმრადაც გაიმარჯვებს.
gbf.ge