"ტვიტერზე" ზაზა ფაჩულიას "სან ანტონიოს" განრისხებულმა ფანებმა შეუტიეს [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის ინციდენტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თავად ზაზა და დაზარალებული ლეონარდიც ადასტურებენ, რომ ქართველს მეტოქისთვის ტრავმა ძალით არ მიუყენებია, "ტვიტერზე" ფაჩულიაზე განრისხებული ფანების ნამდვილი შეტევა განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვნახოთ, რას წერენ ფაჩულიას მოქმედებით აღშფოთებული ფანები:

"ეს არის "გოლდენ სტეიტის" მე-11 სერია პლეი ოფში ბოლო სამ წელიწადში და 9 შემთხვევაში მეტოქეს ერთი სტარტერი მაინც დაუმტვრიეს".

"ზაზა ფაჩულია მატჩის MVP, 11 ქულა, 9 მოხსნა, 47 უკანონო "სქრინი" და კავაის გაუვნებელყოფა".

"ზაზა ფაჩულია "უორიორსიდან" ჩემს პატივისცემას არ
იმსახურებს, მან სპეციალურად დაუტოვა ფეხი კავაის, რომ მას ტრავმა მიეღო".

"ზაზა ფაჩულიას ერთადერთი სარგებელი "უორიორსში" უკანანო "სქრინების" დაყენებაა".

"რამდენჯერ შეიძლება ზაზა ფაჩულიამ უკანონო "სქრინები" დააყენოს, მსაჯები ბრმები ხომ არ არიან".

"დაივიწყეთ დრეიმონდი, ზაზა ფაჩულია არის ყველაზე უხეში მოთამაშე პლეი ოფებში - უკანონო "სქრინები", ხელის კვრა..."

"ზაზა ფაჩულია არა მარტო უნდა გაეძევებინათ, უნდა დაეჯარიმებინათ, დისკვალიფიკაცია მიეცათ და ეცემათ კიდევაც ამისთვის".

"არ ვიდარდებ, ზაზა ფაჩულიამ ისეთი ტრავმა რომ მიიღოს, რომ კარიერა ვეღარ გააგრძელოს".

"ზაზა ფაჩულია წლის ყველაზე "ბინძური" მოთამაშეა".

"როცა "სან ანტონიოს" ვარსკვლავები ჯანზე არიან, ეს გუნდი სჯობს "გოლდენ სტეიტს", მაგრამ შემდეგ გამოჩნდება ზაზა ფაჩულიასავით უხეში მოთამაშე და შეიძლება სეზონი დაუნგრიოს გუნდს. ის უნდა დასაჯონ".

- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა
- ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]
- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
ზაზას შეშინება ასე ადვილი გგონიათ?ნახეთ უფრო მაგრად ითამაშებს.
სოსო
16 მაისი 2017 15:50
0
ზაზამ ფეხი სად დაუდო ვერ შევამჩნიე ასჯერ მაინც გადავახვიე მთავარია სიმშვდე შენარჩუნოს და ჩემპიონის ბეჭედი.
zazas
16 მაისი 2017 15:41
0
ზაზას ბრალი ნამდვილად არ იყო მაგრამ ისე ურჩევნია სანანტონიოში არ ჩავიდეს.მაგარ ობსტრუქციას მოუწყობენ.პოპოვიჩი სიმწარისგან სუბიექტურია.
ხდება
16 მაისი 2017 15:34
0
კიდევ კარგი რომ დურანტს არ დაუდო ეგ ფეხი. ისიც ახლოს იყო :)))

jj
16 მაისი 2017 11:22
0
პუტინოიდო გუშინ სხვა სტატიაში და სხვა ნიკით ზაზას და ქართველებს აგინე და ეხლა ალანური ცბიერებით აქ უკვე გულშემატკივრობ? თან გოლდენის მწვრთნელებსაც რომ ჭკუას არიგებ. DDDDD
მსქროლავ ოფოფებიანს
16 მაისი 2017 11:05
0
ზაზა ნუ მიაქცევ ყურადღებას მაგ ამფიბიებს,მთავარია მართალი ხარ და სიმართლით გაიმარჯვებ. აბა შენ იცი გაახარე მთელი საქართველო.
kaxa qartveli
16 მაისი 2017 10:26
0
იქაც კაი ბლომად სულელი ყოფილა! ლეონარდს ზაზამ დაუფარა, დახტომოსას კავაი ზაზას ფეხზე დაახტა და დაზიანდა; ოთხჯერ ვნახე და კუჭის ასაშლელი იქ არაფერი მომხდარა. კალათბურთი კონტაქტური სპორტია და ვისაც ბრძოლა არ შეუძლია, ბადმინტონი ითამაშოს
კავაი ჩემთვის ნბა-ს გამორჩეული მოთამაშეა და მერჩივნა მისი პარკეტზე ყოფნით მოეგო ვარიორზს
მერაბი გ.
16 მაისი 2017 07:24
0
martalia zaza jarimis zgvarze tamashobs, Magram amas satanado done da inteleqti schirdeba, rac am kalatburtels ashkarad aqvs. tu indzagi sul tamashgares zgvarze tamashobda ra, gatanil golebes ar utvlidnen? xoda is sqrinebic itvleba, tanac yvela. gaskdes axla ubeduri xalxi gulze.
natia
16 მაისი 2017 02:02
0
ქართველის წარმატებაზე ასე გულზე სკდებოდნენ ისევ ქართველი თუ გასკდება. ხოდა გაგლეჯილხართ შუაზე
რეალობა
16 მაისი 2017 00:15
0
ობიექტურობა მოითხოვს,ითქვას რომ,ზაზა სქრინებს ჯარიმის ზღვარზე აყენებს,ამ საზონში იშვიათად მინახავს ხომ დაეჯარიმებინოთ ამის გამო,ეს არის სწორედ სათამაშო ინტელექტი კალათბუურთის მოყვარულებო,მე გუშინ დავრწმუნდი რომ ზაზა ლეგენდარული მოთამაშეა,წარმატებები ლეგენდარულ სპორცმენს!
ლევანი
15 მაისი 2017 23:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული