ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიო" დაამარცხა და სერიაში 3:0-ს იგებს [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" სან ანტონიოში 120:108 დაამარცხა ტრავმებით გატანჯული "სფურსი" და დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურდა.

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ოკლენდელთა ძირითად ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც წინა შეხვედრაში ქუსლი იტკინა და ექიმებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

დანაკლისი "სან ანტონიოს" უფრო მეტი ჰქონდა. გუნდის ლიდერებს - ტონი პარკერსა და კავაი ლეონრდს მატჩის მსვლელობისას, პირველ პერიოდში, დევიდ ლიც შეუერთდა, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ოკლენდელებმა კი მასპინძლებს ისე მოუთავეს საქმე, შანსი არ მიუციათ.

"გოლდენ სტეიტს" კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც 33
ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 21 ქულა მოაგროვა სტეფ კარიმ, რომელმაც რიკ ბერის "გოლდენ სტეიტის" საპლეიოფო ბომბარდირის სტატუსი ჩამოართვა. 13 წუთში 16 ქულა მოაგროვა ფაჩულიას ნაცვლად ოკლენდელთა სასტარტო ხუთულში მყოფმა ჯავალ მაკგიმ, კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.
იხილეთ ვიდეო: სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 108:120
Sportall.Ge

სერიის მომდევნო შეხვედრა 23 მაისს კვლავ სან ანტონიოში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში "გოლდენ სტეიტი" ნბა-ს სუპერფინალში გავა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯობია გამოტოვოს მე -4 თამაში და კავალიერსისთვის მოემზადოს
GSW
22 მაისი 2017 06:15
0
16. Ianvris tamashi naxet: golden state vs cavaliers 126:91. Me mgonia, da ara zazas gamo, rom clivlendi golden state-s shemcherebeli ar ari. Mesamed moxsnes dges nba-s rekordi play-off-shi zedized 11 tamashi moiges mshralze
giorgi
21 მაისი 2017 19:05
0
დაუდგება დაუდგება და კბილებსაც დააკრეჭინებს შენს კუნთას.DDDDDDDდ
musenbezi -is
21 მაისი 2017 18:58
0
ლებრონს კლდესავით დაუდგება ზაზა? დღევანდელი კლივლენდი ბევრად ძლიერია ვიდრე გოლდენი...
musenbezi
21 მაისი 2017 17:24
0
სუპერფინალში გადამწყვეტ როლს ზაზა ითამაშებს. ზაზა დადგება კლდესავით და შარშანდელივით ვეღარ მიაჩმორებენ გოლდენს...
თენგიზი
21 მაისი 2017 15:14
0
ზაზა თუ შემდეგ თამაშსაც გამოტოვებს კარგი იქნება. ყველაფერი გადაწყვეტილია და აზრი არ აქვს მის თამაშს და სან ანტონიოს ფანებიდან ზეწოლა დიდი იქნება.
ფინალში ლებრონა ყავს გასაჩერებელი და დაისვენოს ცოტა.
gia
21 მაისი 2017 15:09
0
მიდი ზაზა, ლებრონა შენი გასაჩერებელია!!!
კოტე
21 მაისი 2017 14:55
0
სუპერფინალში ზაზაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.
დეგა
21 მაისი 2017 13:56
0
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე,ზაზამ შეიძლება მომდევნო შეხვედრაშიც არ ითამაშოს.
სოსო
21 მაისი 2017 12:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული