შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ოკლენდელთა ძირითად ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც წინა შეხვედრაში ქუსლი იტკინა და ექიმებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.
დანაკლისი "სან ანტონიოს" უფრო მეტი ჰქონდა. გუნდის ლიდერებს - ტონი პარკერსა და კავაი ლეონრდს მატჩის მსვლელობისას, პირველ პერიოდში, დევიდ ლიც შეუერთდა, რომელმაც ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ოკლენდელებმა კი მასპინძლებს ისე მოუთავეს საქმე, შანსი არ მიუციათ.
"გოლდენ სტეიტს" კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც 33
სერიის მომდევნო შეხვედრა 23 მაისს კვლავ სან ანტონიოში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში "გოლდენ სტეიტი" ნბა-ს სუპერფინალში გავა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით