ისტორიაში პირველად - ზაზა ფაჩულია NBA-ს დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია! [VIDEO]

AutoSharing Option
23 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" ესტუმრა და ანგარიშით 129:115 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა მოიგო (4:0).

"უორიორსის" ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც NBA-ს კონფერენციის ფინალური სერია მოიგო და NBA-ს ფინალში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ ტრავმა მეორე მატჩში მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ყველაზე მეტი, 36 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, რომელმაც ასევე 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. შემდეგ მოდის კევინ დურანტი 29
ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით.

დურანტი გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო: სან ანტონიო-გოლდენ სტეიტი 115:129
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტი" ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც პლეი ოფის გათამაშება ზედიზედ 12 გამარჯვებით დაიწყო, ისე, რომ ერთიც არ წაუგია.
იხილეთ ვიდეო: დასავლეთ კონფერენციის ტიტულის გადაცემა
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" ფინალში "კლივლენდსა" და "ბოსტონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც ამჯერად ანგარიში 2:1-ია "კავალიერსის" სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა კარგია,ძლიერ გუნდს რომ გულშემატკივრობ...)))
მალე ბედჭედიც მოგველოცოს,ზაზა!
dima
11:46 23-05-2017
0
ძალიან წინდახედულად მოიქცა გოლდენ სთეითის ხელმძღვანელობა,რომ ზაზა არ ათამაშეს გასვლით მატჩებში.იქ დიდი ამბები ატყდებოდა და ზოგადად გუნდზე იმოქმედებდა.ასე კი ყველაფერი შვიდად ჩამთავრდა,უფრო ძლიერი გუნდია უორიორსი და მარტივად მოაგვარა ფინალში გასვლის საკითხი.
ზ-პალასის სექტას რომ კითხო ზაზა ათამაშებს გუნდს,არა და თურმე მის გარეშეც შესძლებიათ.ეგ გუნდი კევინ დიურანტის არ ყოფნასაც არ შეიმჩნევს თუ რამე და უზაზაობას როგორმე გაუძლებს.
ასე რომ ადეკვატურად მეგობრებო, ადეკვატურად ვიაზროვნოთ ხოლმე.
vaxo
12:50 23-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული