Eurohoops: თორნიკე შენგელია მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია მადრიდის "რეალში"? თუ ამ ზაფხულს თოკო "ბასკონიადან" "სამეფო კლუბში" გადავიდა, ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იქნება.

როგორც ესპანური საიტები წერენ, მადრიდის "რეალი" მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას და კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. შენგელიას ტრანსფერი კი ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულად სახელდება.

სადღეისოდ კონკრეტულ მოლაპარაკებებზე ვერაფერს დავწერთ, რადგან ესპანეთში პლეი ოფი ახლა დაიწყო. შენგელიას "ბასკონია" "გრან კანარიას" 1:0 ამარცხებს, ხოლო "რეალი" მეოთხედფინალურ ორთაბრძოლებში ჯერ არ ჩართულა. მადრიდელები პირველ მატჩს დღეს გამართავენ გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორასთან".

Eurohoops-ის ინფორმაციით "რეალს"
შენგელია ფორვარდ ანდრეს ნოსიონის შემცვლელად სურთ, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. წყაროს ცნობით, შენგელია "რეალთან" ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 17 წლის შენგელიას "ვალენსიას" მაისურით იშვიათად ეძლეოდა ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობა, თუმცა სადებიუტო სეზონში სწორედ "რეალთან" ჩაატარა საუკეთესო მატჩი - 23 წუთში 7 ქულა ჩააგდო.

იგი 2014 წელს ამერიკიდან რომ დაბრუნდა, "რეალის" ინტერესზე მაშინაც დაიწერა, თუმცა ქართველმა "ბასკონიას" მიაშურა, სადაც სათამაშო პრაქტიკაც აკრიფა, გუნდის ლიდერადაც იქცა და...

"რეალში" გადავა თუ NBA-ს მიაშურებს, ესპანეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ თორნიკემ ნბა სკენ არ უნდა გაიხედოს, ჩემი აზრით ცოტა კიდევ უნდა დაიხვეწოს, მომძლავრდეს...
თენგიზი
24 მაისი 2017 16:37
0
და ეს თუ მოხდა მერე კი უნდა აჩვენოს სისხლისმწოველმა/ფულისმწოველმა სილკმა ესპანეთი.
david
24 მაისი 2017 12:58
0
ეს რეალში, შერმადინი ბარსაში.
იდეალური იქნება.
david
24 მაისი 2017 12:56
0
გაიხარე თოკო, წარმატებებს გისურვებ კარიერეში. ჯერ რეალი შემდეგ ნბა.
gizog
24 მაისი 2017 12:04
0
წარმატებები.
მეტი სტაბილურობა და ყველაფერი იქნება.
david
24 მაისი 2017 11:55
0
თოკო მაგარ გუნდში გადადიხარ და ეხლა შენზეა დამოკიდებული ყველაფერი წარმატებები და რაც მთავარია ჯამრთელად იყავი.
quTaiseli
24 მაისი 2017 11:51
0
წარმატებები, თოკო! მჯერა, რომ დიდ სიმაღლეებს მიაღწევ.
kix
24 მაისი 2017 11:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული