თორნიკე შენგელიას 12 ქულა და "ბასკონიას" მარცხი "გრან კანარიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელიც საკლუბო დონეზე ესპანური "ბასკონიის" ღირსებას იცავს, მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი გამართა.

შენგელიას გუნდმა პირველ მატჩში შინ "გრან კანარიას" იოლად მოუგო და სტუმრადაც რომ ემარჯვა, ნახევარფინალში გავიდოდა, თუმცა კუნძულელებმა შინ ფხა გამოიჩინეს, ბასკურ გუნდს 94:79 სძლიეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.
იხილეთ ვიდეო: თორნიკე შენგელიას ეფექტური ჩატენვა
Sportall.Ge

ქართველი კალათბურთელი ბასკონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 21:18 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 6-დან
3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე გადაინაცვლა, მანამდე კი, მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
იხილეთ ვიდეო: გრან კანარია-ბასკონია 94:79
Sportall.Ge

კანარიულ-ბასკურ დაპირისპირებაში ანგარიში 1:1 გახდა, ნახევარფინალისტის ვინაობა კი, 28 მაისს გაირკვევა, როდესაც "ბასკონია" უკვე მასპინძლის რანგში იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული