nbcsports.com: NBA-ს ფინალის ბედი ზაზა ფაჩულიაზე დიდად იქნება დამოკიდებული

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზაზა ფაჩულიამ ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და ის NBA-ს ფინალის პირველ მატჩში აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"ზაზა ფაჩულიამ, "გოლდენ სტეიტის" ერთადერთმა ტრავმირებულმა მოთამაშემ "სან ანტონიოსთან" სერიაში, გუნდის სამივე ვარჯიშში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო. მას პრობლემა არ ჰქონია მარჯვენა ქუსლზე. ასე რომ, ექიმებმა მას მწვანე შუქი აუნთეს და სერიის პირველ თამაშს ის სასტარტოში დაიწყებს.

"გუნდმა ყველანაირი სახის ვარჯიში შეასრულა და ზაზამ მათში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო" - აცხადებს დროებითი თავკაცი მაიკ ბრაუნი", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

nbcsports.com-ის ინფორმაციით,
ზაზა ფაჩულიას "კავალიერსთან" ფინალურ სერიაში უდიდესი როლი ექნება:

"კლივლენდს" ორი კარგი მეფარე ჰყავს, ტრისტან ტომპსონი და კევინ ლავი, პლუს, ლებრონ ჯეიმსიც ხშირად ხსნის ბურთებს. ზაზა მათ უნდა დაუპირისპირდეს. სანამ გაგიფიქრებიათ, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა იქნება, გეტყვით, რომ რეგულარულ სეზონში ზაზამ "კლივლენდთან" მატჩში 12-ჯერ მოხსნა ბურთი, ხოლო "გოლდენ სტეიტმა" დიდი ანგარიშით მოუგო მეტოქეს.

ის პირველი მაღალია "გოლდენ სტეიტის" როტაციაში. ცოტა დრო ჯავალ მაკგისაც შეხვდება, თუმცა ელოდეთ, რომ "გოლდენ სტეიტი" ხშირად გამოიყენებს "დაბალ", მობილურ ხუთეულს.

თუკი ზაზა ამ სერიაში საშუალოდ 18 წუთით დაეხმარება გუნდს, ეს იქნება დიდი პლუსი გუნდისთვის. ზაზა ძლიერია ფარქვეშ და მას შეუძლია საკუთარი ფარის დაცვა. ის ახლა ჯანმრთელად არის და მზად არის ბრძოლისთვის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ოკლენდში ჩვენი დროით 2 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
გუნდი თუ ზაზაზეა აწყობილი, მაშინ საშუალოდ 14 წუთს რატომ ათამასებენ?
asurbanifali
16:32 01-06-2017
0
მისი დავალება მსროლელებისთვის და ტავდამსხმელებისთვის გზის გასუფთავებაა, ამისთვის დაიმატეს ზაზა და მაგაზეა ფაქტიურად აწყობილი გუნდი, იგი მთავარი კაცია. გოლდენ სტეიტის ტაქტიკა დიდწილად მაგაზეა აწყობილი. მარა დიდკაცი თუ გამოგვერიაო ნათქვამია და მართალია. თქვე დალოცვილებო რაღა ნაკლს უყურებთ, კაის რო შეხედოთ არა? არ თამაშობს მაგი მოხსნებზე, და მაგიტომ აქვს ნაკლები. ხო ნბა-ს პრეზიდენტის ნათესავი ყოფილა ბებიის მხრიდან და მიტო ათამაშებენ ასნავნოიში. ნომერი პირველი რომარაა ზაზა ჩვენც ვიცით, მარა რაცაა მაგარია, თან ბებერია არ დაგავიწყდეთ. მიდი ზაზა, ჩემპიონი გახდი და დამიმუნჯე კრიტიკოსები კაცურად
ვასო
19:48 30-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული