nbcsports.com: NBA-ს ფინალის ბედი ზაზა ფაჩულიაზე დიდად იქნება დამოკიდებული

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ზაზა ფაჩულიამ ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და ის NBA-ს ფინალის პირველ მატჩში აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"ზაზა ფაჩულიამ, "გოლდენ სტეიტის" ერთადერთმა ტრავმირებულმა მოთამაშემ "სან ანტონიოსთან" სერიაში, გუნდის სამივე ვარჯიშში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო. მას პრობლემა არ ჰქონია მარჯვენა ქუსლზე. ასე რომ, ექიმებმა მას მწვანე შუქი აუნთეს და სერიის პირველ თამაშს ის სასტარტოში დაიწყებს.

"გუნდმა ყველანაირი სახის ვარჯიში შეასრულა და ზაზამ მათში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო" - აცხადებს დროებითი თავკაცი მაიკ ბრაუნი", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

nbcsports.com-ის ინფორმაციით,
ზაზა ფაჩულიას "კავალიერსთან" ფინალურ სერიაში უდიდესი როლი ექნება:

"კლივლენდს" ორი კარგი მეფარე ჰყავს, ტრისტან ტომპსონი და კევინ ლავი, პლუს, ლებრონ ჯეიმსიც ხშირად ხსნის ბურთებს. ზაზა მათ უნდა დაუპირისპირდეს. სანამ გაგიფიქრებიათ, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა იქნება, გეტყვით, რომ რეგულარულ სეზონში ზაზამ "კლივლენდთან" მატჩში 12-ჯერ მოხსნა ბურთი, ხოლო "გოლდენ სტეიტმა" დიდი ანგარიშით მოუგო მეტოქეს.

ის პირველი მაღალია "გოლდენ სტეიტის" როტაციაში. ცოტა დრო ჯავალ მაკგისაც შეხვდება, თუმცა ელოდეთ, რომ "გოლდენ სტეიტი" ხშირად გამოიყენებს "დაბალ", მობილურ ხუთეულს.

თუკი ზაზა ამ სერიაში საშუალოდ 18 წუთით დაეხმარება გუნდს, ეს იქნება დიდი პლუსი გუნდისთვის. ზაზა ძლიერია ფარქვეშ და მას შეუძლია საკუთარი ფარის დაცვა. ის ახლა ჯანმრთელად არის და მზად არის ბრძოლისთვის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ოკლენდში ჩვენი დროით 2 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
გუნდი თუ ზაზაზეა აწყობილი, მაშინ საშუალოდ 14 წუთს რატომ ათამასებენ?
asurbanifali
01 ივნისი 2017 16:32
0
მისი დავალება მსროლელებისთვის და ტავდამსხმელებისთვის გზის გასუფთავებაა, ამისთვის დაიმატეს ზაზა და მაგაზეა ფაქტიურად აწყობილი გუნდი, იგი მთავარი კაცია. გოლდენ სტეიტის ტაქტიკა დიდწილად მაგაზეა აწყობილი. მარა დიდკაცი თუ გამოგვერიაო ნათქვამია და მართალია. თქვე დალოცვილებო რაღა ნაკლს უყურებთ, კაის რო შეხედოთ არა? არ თამაშობს მაგი მოხსნებზე, და მაგიტომ აქვს ნაკლები. ხო ნბა-ს პრეზიდენტის ნათესავი ყოფილა ბებიის მხრიდან და მიტო ათამაშებენ ასნავნოიში. ნომერი პირველი რომარაა ზაზა ჩვენც ვიცით, მარა რაცაა მაგარია, თან ბებერია არ დაგავიწყდეთ. მიდი ზაზა, ჩემპიონი გახდი და დამიმუნჯე კრიტიკოსები კაცურად
ვასო
30 მაისი 2017 19:48
0
პროფესორებს---ზაზა იწყებს სასტარტოს არა იმიტომ რომ საუკეთესოა, არამედ საწყისი წუტები ყოველთვის შედარებით ნელ ტემპში მიმდინარეობს..ტემპი იზრდება თუ არა, მას მასინვე სატადარიგოთა სკამზე სვამენ...არ უნდა ამდენი დავიდარაბა, გასაგებია რომ საამაყოა, როცა ქართველი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ის საუკეთესოა ეს მკვეხარობაა და მეტი არაფერი...რომ წერთ რაც ევალებაო, ქულებს თავი დავანებოთ, მოხსნა არ ევალება? ცენტრისათვის ძალიან ცოტა ხომ არ არის 4.3 მოხსნა საშუალოდ...ასე რომ ვუგულშემატკივროთ "გოლდენს", რომელიც იმედია მოიგებს სერიას და ჩვენ ჩემპიონი გვეყოლება და დავანებოთ თავი ზღაპრებს....
asurbanifali
30 მაისი 2017 17:48
0
საჯარიმოების აცილებაზე თუა დამოკიდებული,მაშინ შენი ლოგიკით შაკსაც ჯობია ფაჩულია.
რასაც ექსპერტები ამბობენ,რომ ბედს ფაჩულია გადაწყვეტს,ეგ მხოლოდ ვარაუდებია.ან გამართლდება ან არა.
მაგრამ გობერის აღიარება კი უკვე ფაქტია.ვინც ფაქტს არ აღიარებს,იმას გინდა კალათბურთზე ელაპარაკე და გინდა ქოთნის ყვავილებზე.
datos vaxosgan
30 მაისი 2017 13:29
0
პირველ რიგში წარმატებები ზაზას და მასთან ერთად გოლდენს, შემდეგ რაც შეეხება ზაზას სტილს, ზოგადად არმიმაჩნია მიზანშეწონილად დილეტანტების და სპორტის არმცოდნე ადამიანების მხრიდან სპორცმენის დაკნინება, თუმცა აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს:D კალათბურთი, მითუმეტეს ნბა არის სანახაობრივი სპორტი, მაგრამ საბოლოოდ ყველას შედეგი და მოგება აინტერესებს, მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო გუნდის ერთ ერთი საუკეთესო მწვრთნელი რომ ძირითად ხუთეულში გათამაშებს, მარტო მაქედან უნდა მიხვდე რა დონის სპორცმენზეა საუბარი, მაკგის ჩატენვაც შეუძლია და ზაზაზე ბევრი ქულების მოგროვებაც ზაზას დრო რო ითამაშოს, მაგრამ რატო ზაზა და არა მაკგი? იმიტომ რომ ზაზას დავალებაა დაცვაში 3წამიანის გადაკეტვა და თავდასხმაში მსროლელების სასროლ პოზიციაზე გაყვანა, ამიტომაც აგროვებს ნაკლებ ქულებს, დაფარებებს და მაინც ძირითადშია, ანუ აკეთებს იმას ძალიან კარგად რასაც მწვრთნელი ავალებს. ვინც ამდენს ვერხვდებით, ყოველი თამაშის შემდეგ ქვეყნდება სტატისტიკა, სადაც მოთამაშეების საერთო შეპასებაც ხდება მქკ, რომელშიც ზაზას ყოველთვის საუკეთესო შეფასება აქვს, წესტზეც, მაკგიზეც და სხვა დანარჩენ კალათბურთელებზეც.
gigi
30 მაისი 2017 13:22
0
სამწუხაროდ სასაცილოა როცა კომენტარებს კალათბურთში გაუთვითცნობიერებელი ადამიანები აკეთებენ.
ზაზა თავის პოზიციაზე და მასზე დაკისრებული სამუშაოს შესრულების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის.
მას უკვე აქვს ორი თუ სამი შემოთავაზება ნბე ის გუნდებიდან გაცილებით უკეთესი პირობებით. ასევე გაიხსენეთ რუსეთის მწვრთნელი როგორ ნატრობდა ზაზა რო გუნდში მყავდესო. ამას იმ ქართველი კომენტარების მწერლებისთვის ვიძახი ვისაც კალათბურთი მარტო ფარში ბურთის ჩატენვა ჰგონია.
ქართველი
30 მაისი 2017 10:55
0
ზაზა რომ პროფესორია, თქმა არ უნდა, მაგ გუნდის ასნავნოი რომაა, მაგაზე მეტყველებს სწორედაც. ზოგს გონია რომ ზაზამ ქულები უნდა დააგროვოს, არადა ეგ მისი მოვალეობა სულაც არაა გოლდენში. მასეთი სტილის მოთამაშე ვაბშე არაა ნბა- ში მე თუ მკიტხავთ. იგი უდიდეს შავ სამუშაოს ასრულებს, რასაც ყველა ვერ ამჩნევს, არადა კალათბურთის მცოდნეებად მოაქვთ ტავი. მის თამაშზე დიდწილადაა დამოკიდებული მთლიანად გუნდის შედეგიანობა. მიდი ზაზა, უტრავმოთ. ომი იქნება ომი
ვასო
30 მაისი 2017 10:30
0
შეეშვით ამ ვახოს, მართლა არაფერი უთქვამს არც ტყუილი და მითუმეტეს არც შეურაცხმყოფელი. მართლა იძახდა ბევრი გობერს წამოიხევს ზაზაო მაგრამ რეალურად გობერი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია დღეს და ხვალ დიდი ალბათობით იქნება დომინანტი ლიგაში. ზაზას კიდე თავისი ფუნქცია აკისრია გუნდში. მისი მთავარი პლუსი არის ტვინი და არა ათლეტიზმი და თავის ამოცანას ფაქტიურად იდეალურად აკეთებს, ასე რომ უაზრობაა ეს შედარებები, ვუყუროთ და ვუგულშემატკივროთ. ბეჭდის მფლობელი გვეყოლება სამ მილიონიან ერს და ეს არ არის სახუმარო საქმე.
fraternity
30 მაისი 2017 10:28
0
რა შუაშია ფაჩულიას დამცირება, ვინც თვლის რომ სერიის ბედს გადაწყვეტს ზაზა მას ალბათ საქართველოს თასის ფინალურ მატჩზე აქვს ალბათ საუბარი...მაშინ დურანტი, კარი, გრინი, ტომპსონი და იგუოდალა რას აკეთებენ...არ გინდათ გაფეტიშება...ჩემპიონი გახდება გოლდენი და ჩვენც გვეყოლება ჩემპიონი რუსების მსგავსად, ოღონდ მათ არ შეუქმნიათ ილუზია რომ სერიას მოზგოვი და კაუნი მოიგებენო...
asurbanifali
30 მაისი 2017 10:06
0
თუ მსროლელებს წაუვიდათ თამაში 2 ლებრონიც ვერაფერს დააკლებს გოლდენ სტეიტს და თუ არა და მაშინ ზაზას ფაქტორი მართლაც ძალიან დიდი იქნება
GEO
30 მაისი 2017 08:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული