NBA-ს ფინალის წინ: ზაზა ფაჩულია VS ტრისტან ტომპსონი

AutoSharing Option
ანალიტიკურმა სპორტულმა საიტმა Bleacher Report-მა NBA-ს სუპერფინალის წინ, ტრადიციულად, შემოგვთავაზა ფინალისტი გუნდების მოთამაშეთა სავარაუდო დუელები და მათ შორის სავარაუდო გამარჯვებულებიც.

სასტარტო ცენტრის პოზიციაზე "გოლდენ სტეიტის" ზაზა ფაჩულია "კლივლენდ კავალიერსის" ტრისტან ტომპსონს დაუპირისპირდება. ვნახოთ, რას წერს საიტი ამ დუელზე:

"მოთამაშეთა ხელფასები და ეროვნული წარმომავლობა გვერდზე რომ გადავდოთ, ზაზა ფაჩულია და ტრისტან ტომპსონი არც ისე განსხვავებული ცენტრები არიან. ორივე კარგი ბლოკის დამყენებელია შეტევაში, ორივეს შეუძლია მოხსნები, შეტევის დასრულება, სხვადასხვა საქმის გაკეთება. ორივე ეგრეთ წოდებული "მაღალი" "შავი მუშაა", რომელთაც არ ეთაკილებათ სხვადასხვა სამუშაოს
გაწევა მოედანზე, რომ მათმა სუპერვარსკვლავმა თანაგუნდელებმა თავიანთი ოსტატობები სრულად გამოავლინონ.

ორივემ მიიქცია მეტისმეტი ყურადღება ამ პლეი ოფებში არც ისე სასიამოვნო თამაშით - ზაზა ფაჩულიასთან ორთაბრძოლაში კავაი ლეონარდი დაშავდა, ხოლო ტომპსონმა ამირ ჯონსონს მხარი ამოუგდო.

ამ ორში ფაჩულიას შეცვლა უფრო იოლია, ვიდრე ტომპსონის. 33 წლის კალათბურთელი საშუალოდ 14,5 წუთს თამაშობს პლეი ოფში (6,1 ქულა, 4,3 მოხსნა), მან ორი თამაში გამოტოვა "სან ანტონიოსთან" და თავის დროს უყოფს ჯავალ მაკგისა და დევიდ ვესტს, ხანდახან კი, დრეიმონდ გრინსაც.

26 წლის ტომპსონი კი ნამდვილი მხეცია ცენტრში. ის ატერორებს მეტოქე გუნდის მაღლებს. საშუალოდ 9,2 ქულას და 9,3 მოხსნას (თითქმის ნახევარს მეტოქის ფარზე) აკეთებს თამაშში. ხშირად აკარგვინებს მეტოქეებს ბურთს.

ზომა-წონით ფაჩულია იგებს - 2,5 ინჩით მაღალია და 30 ფუნტით უფრო მძიმე, ვიდრე კლივლენდელი ვიზავი, მაგრამ თუ ტომპსონი ზომაში აგებს, ის იგებს მეტი სისხარტით და უპირველეს ყოვლისა, დაუღალაობით.

ჩვენი ვერდიქტი: დუელს მოიგებს ტომპსონი

ალბათ, ძალიან საინტერესო იქნება, სხვა დუელებში ვის უწინასწარმეტყველა გამარჯვება ანალიტიკურმა საიტმა.

გამთამაშებელი: სტეფ კარისა და კაირი ირვინგს შორის არჩევანი კლივლენდელზე გაკეთდა, რაც ცოტა გასაკვირია.

მსროლელი: კლეი ტომპსონსა და ჯეი არ სმიტს შორის დუელს იგებს გოლდენსტეიტელი.

მსუბუქი ფორვარდი: კევინ დურანტსა და ლებრონ ჯეიმსს შორის - ლებრონი.

მძიმე ფორვარდი: დრეიმონდ გრინსა და კევინ ლავს შორის კი უპირატესობა გრინს მიენიჭა.

მაშ ასე, 5 პოზიციიდან 3-ში "კლივლენდმა" მოიგო, 2-ში - "გოლდენ სტეიტმა".

სათადარიგოებს შორის "გოლდენ სტეიტის" უპირატესობა აშკარაა - 4:1.

შეგახსენებთ, რომ ფინალური სერიის პირველი მატჩი ოკლენდში ჩვენი დროით 2 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატება ზაზას და გოლდენ სტეიტს! ჩემ აზრსაც ვიზყვი:ორი უძლიერესი გუნდი ხვდება ერთმანეთს,სადაც კარის კარგი(ან ცუდი) თამაში გადაწყვეტს ყველაფერს.ლებრონიც მაგარია და დურანტიც,კარი კი ურივეს სჯობია თუ ჩვეულ ფორმაშია!!!
gulshematkivari
04:22 01-06-2017
0
,სწორედ ამ თამაშისთვის დაიმატეს ზაზა. აქ უნდა ითამაშოს თავდადებით. სავარაუდოდ 20 წუთზე მეტს არ მუსცემენ, მაგრამ ამ ოც წუთში უნდა დადოს თავი.
გგგგ
21:57 30-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული