11:03 31-05-2017
თორნიკე შენგელიას ათიანი და "ბასკონიას" მარცხი ნახევარფინალში [VIDEO]
AutoSharing Option
ბასკები თამაშს ბოლო წუთებამდე აკონტროლებდნენ, თუმცა სტუმრები თავიანთ შანსს ელოდნენ. გადამწყვეტ მომენტში ყოფილმა ბასკონიელმა ფერნანდო სან ემეტერიომ სამქულიანით "ვალენსია" მინიმალური სხვაობით დააწინაურა. მას მერე გუნდებმა 2-2 ქულა გაცვალეს და გამარჯვება ვალენსიელებს დარჩათ - 83:82.
თორნიკე შენგელია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მესამე პერიოდის შუიდან მწვრთნელს მოედნიდან აღარ გაუყვანია. თოკომ ქულების უმეტესობა მეოთხე რაუნდში მოაგროვა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 22 წუთი, 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა. "ბასკონიაში" ყველაზე მეტი, 17 ქულა შეინ ლარკინმა ჩააგდო, ხოლო "ვალენსიასა" და მატჩის ბომბარდირი სან ემეტერიო გახდა - 24 ქულა.
სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი კვლავ ვიტორიაში, პირველ ივნისს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბასკონია კი აკონტროლებდა ანგარიშს , მაგრამ მე ვფიქრობ ვალენსია ერთი თავით მაღლა იდგა . თუმცა თოკოს და მის გუნდს წარმატებებს ვუსურვებ დარჩენილ თამაშებში.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული