16:10 04-06-2017
თორნიკე შენგელიას 13 ქულა "ბასკონიას" მოსაგებად არ ეყო [VIDEO]
AutoSharing Option
ბასკონიელებმა სერიის მორიგი შეხვედრა ვალენსიაში გამართეს და ადგილობრივ გუნდთან 69:75 დამარცხდნენ.
ქართველი ფორვარდი ბასკური კლუბის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 28:59 წუთი გაატარა და სტუმართა რიგებში უმაღლესი სარგებლიანობის კოეფიციენტი (13) ჰქონდა.
შენგელიამ 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თოკოს დაკარგვა არ ჰქონია, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ "ბასკონიას" მხრიდან 10 და მეტი ქულა კიდევ ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო. ესენი შეინ ლარკინი (16), რიკი ლედო (11), ადამ ჰანგა (11) და როდრიგ ბობუა იყვნენ.
კარგი გუნდური თამაშით გამოირჩა "ვალენსიაც": ანტუან დიო (16), ფერნანდო სან ემეტერიო (15), ბოიან დუბლევიჩი (12), რომან სატო (11), პიერ ორიოლა (11).
შენგელიას კლუბს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს, რადგანაც კიდევ 1 წაგების შემთხვევაში, სეზონის დასრულება მოუწევს. ნახევარფინალის მორიგი, მე-4 მატჩი 5 ივნისს ისევ ვალენსიაში გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ავტორ, იქნებ ჩამოყალიბდე და ჩვენც რეალური ინფო მოგვაწოდო: 13 ქულა აიღო 11?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული