ზაზა ფაჩულია საჩემპიონო ტიტულს უახლოვდება, "გოლდენ სტეიტმა" მეორეც მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია NBA-ს საჩემპიონო ტიტულს უახლოვდება. მისმა გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" მეორე საშინაო მატჩიც მოუგო "კლივლენდს" - 132:113 და ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა.

თბილისის დროით 5 ივნისს ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძელთა ქართველი ცენტრი იმდენად შედეგიანი არ გახლდათ, როგორც ეს სერიის პირველ მატჩში იყო, თუმცა ზაზამ, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში და იმ 13 წუთის განმავლობაში, რაც მოედანზე დაჰყო, დაცვაში საიმედოდ გაისარჯა. შეტევაში კი მან 2 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, რასაც მეტოქის ფარზე ორი მოხსნილი ბურთი მიამატა.

"გოლდენ სტეიტს" აღიარებულმა სუპერვარსკვლავებმა - კევინ
დურანტმა და სტეფ კარიმ ულიდერეს. ამ უკანასკნელმა კარიერის პირველი საპლეიოფო სამმაგი დუბლი მიითვალა - 32 ქულა, 11 პასი, 10 მოხსნა. არანაკლებ შედეგიანი გახლდათ დურანტი, რომელმაც 33 ქულა, 13 მოხნა, 6 პასი და 5 დაფარება მიითვალა. წინა მატჩში ინერტულმა კლეი ტომპსონმა შეხვედრა 22 ქულით დაასრულა.

"კლივლენდში" შეუდარებელი იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც ფინალურ სერიაში მე-8 სამმაგი დუბლი (29 ქულა, 14 პასი, 11 მოხსნა) გაიფორმა და გაუთანაბრდა ამ კომპონენტში ყველა დროის ლიდერ მეჯიქ ჯონსონს. ლებრონს ფეხი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა და "კლივლენდს" ახლა საკუთარი მოედნის იმედი აქვს.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-კლივლენდი 132:113
Sportall.Ge

სერიის მომდევნო ორი შეხვედრა კლივლენდში 8 და 10 ივნისს გაიმართება.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ არ ვცდები, ერთ სეზონში ზედიზედ პლეიოფის 14 თამაშის მოგება რეკორდია
მერაბი გ.
10:03 05-06-2017
0
მერაბ, არ ცდები. 12 თამაში იყო ზედიზედ ამ წლამდე ერთ სეზონში (სან ანტონიო 1999). უფრო მეტიც, ორ სეზონში გადაბმულადაც არ მოუგია არავის 14 თამაში და ამითაც დამყარდა ახალი რეკორდი.
თემო
10:57 05-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული