09:40 06-06-2017
თითქმის დუბლი - თორნიკე შენგელიამ და "ბასკონიამ" ჩემპიონატი დაასრულეს [VIDEO]
AutoSharing Option
"ბასკონიამ" ნახევარფინალურ სერიაში ყველაზე მთავარი მატჩი შინ წააგო - "ვალენსიასთან" პირველივე შეხვედრაში მინიმალური სხვაობით დათმო, არადა, ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა. მეორე შეხვედრაში იმარჯვა, მაგრამ ვალენსიაში ორივე თამაშში დამარცხდა და მოედნის უპირატესობაც არაფერში გამოადგა.
5 ივნისს გამართულ მატჩში თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა: 27 წუთში 12 ქულა (9-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მის გუნდში 19 ქულით საუკეთესო შეინ ლარკინი იყო. "ვალენსიას" გამარჯვება კი ექსბასკონიელი ფერნანდო სან ემეტერიოს ეფექტურმა თამაშმა განაპირობა. მან 4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულამდე ავიდა.
მთლიანობაში, 2016-17 წლების სეზონი შენგელიასთვის შედეგიანი აღმოჩნდა. 24 მატჩში საშუალოდ 22 წუთს თამაშობდა, 10.6 ქულას, 4.8 მოხსნასა და 1.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შენგელია კარგი კალათბურთელია მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის ცუდად თამაშობს. ასე არის ნაკრებშიც და თავის კლუბსიც.
0
0
მიუხედავად იმისა,რომ შენგელიას ფანი ვარ,მაინც ვიტყვი: 9-დან 3-ის ჩაგდება საუკეთესო ნამდვილად არ არის!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული