ზაზა ფაჩულია მწვრთნელმა შეაქო, მაგრამ მედიამ გააკრიტიკა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს ფინალური სერიის მესამე მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად 118:113 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი" და ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს.

ამ შეხვედრაში ჩვენებური ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა - მან 13 წუთში მხოლოდ თითო მოხსნა და პასი მიითვალა. ჩვენებურმა ყველა სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. თუმცა უქულოდ დაასრულა მატჩი მისმა ვიზავი ტრისტან ტომპსონმაც.

ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]

მატჩის დასრულების შემდეგ "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა ფაჩულია მაინც შეაქო:

"ზაზამ კარგად იმუშავა ტანით ტრისტან
ტომპსონთან ორთაბრძოლაში", - განაცხადა კერმა, თუმცა ეს ერთადერთი პოზიტიური გამოხმაურება იყო ამ მატჩში, რომელიც ქართველს ეძღვნებოდა.

ქართველი ცენტრი პირველ მეოთხედში ყველაზე ადრე გამოცვალეს, რადგან ფოლები მალევე მიიღო, ერთხელ კი გარბენიც გააკეთა.

ამერიკული მედია განსაკუთრებით ორ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას - ერთ-ერთ ეპიზოდში ზაზას მოხსნისთვის ბრძოლა "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა აჯობა, რომელიც გაცილებით დაბალია ჩვენებურზე, მაგრამ მაინც უფრო მაღლა ახტა.

მეორე ეპიზოდი მანამდე მოხდა - ზაზამ 6 ფუტის მანძილიდან, ხელსაყრელი სიტუაციიდან ფარს ვერ მიაღწია ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა შეტევა მაინც ჩაგდებით დაგვირგვინდა, ფაჩულიას ჯარიმის გამო 2 ქულა არ ჩაითვალა.

ზაზა ფაჩულია ფარს აცილებს და ჯარიმდება
Sportall.Ge

sbnation.com-მა ამ ეპიზოდზე დაწერა: "შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად სანახავი სროლა იყო, რომელიც თქვენ კალათბურთის მატჩზე გინახავთ".

ვიდეო "ტვიტერზე" BusinessInsider-ის სპორტული განყოფილების რედაქტორმა კორკ გეინსმა დადო შემდეგი კომენტარით: "ზაზამ 6 ფუტიდან ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ფოლიც მიიღო. როგორ შეიძლება ამ კალათბურთელს "უორიორსის" მაისურა ეცვას?".
მკითხველის კომენტარები / 29 /
ზაზა ფაქტია გოლდენს ჭირდებოდა ამ სეზონში, თან ჭირდებოდა ზაზა და არა მაკგი - გაცილებით ახალგაზრდა და მოძრავი. ზაზა არის საჩემპიონო გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და შედეგი სახეზეა - ერთი თამაში და ჩემპიონია! დანარჩენი რომ ნახტომი არ უვარგა, გოლდენში ყველაზე სუსტია და ა.შ. ზედმეტია. ამ კაცმა მიაღწია იმას რისკენაც მიდიოდა და მორჩა. მადლობა ზაზა - სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში ZAZA from GEORGIA
???
09 ივნისი 2017 12:39
0
გასკდით ერთ ადგილზე ზოგიერთები. ვერ დამიჯერებია ქართველს როგორ არ უნდა უხაროდეს ზაზას წარმატება. შეიძლება კონფლიქტში იყო ნაცნობთან, მეზობელთან, ნებისმიერ ადამიანთან, მაგრამ ზაზას, რომელიც წამოადგენს საქართველოს სახეს ამ ძალიან პოპულარულ სპორტის სახეობაში თუ არ გულშემატკივრობ, როგორ უნდა გიხაროდეს მისი თუნდაც პატარა წარუმატებლობა. ჩემი აზრით ასეთი ადამიანები არიან ან ავადმყოფები ან არაქართველები და უბრალოდ "უბეში გაზრდილები" რომლებმაც იციან ქართულად წერა-კითხვა. ამერიკელ მეჯოგეებზე მე პირადად არანაირი რეაქცია არ მაქვს, ყველამ მეტნაკლებად კარგად იცის რომ იანკები კრიმინალების და კაცისმკვლელების თესლზე არიან აღმოცენებული და გენეტიკურად სულ ბოღმა პაროდა იქნება რამდენიც არ უნდა იარსებონ და განვითარდნენ. ისინი ვარავის წარმატებას ვერ იტანენ და ეს არა მარტო ზაზას ეხება.
..........
09 ივნისი 2017 12:07
0
ზაზა საქრათველოს სიამაყეა მაგრამ ამ ფინალში რომ ერთ-ერთი უსუსტეტსია ფაქტია და ამიტომაც ერჩიან. სუსტებს ყოველთვის ერჩიან. თუმცა არ გაჩერდე ზაზა ჩვენ შენი გვჯერა!
sagol zaza ar danebde
09 ივნისი 2017 11:57
0
Tompsoni gamotishulia da zazas gareshe ar moxdrboda eg
Tompsons 0 qula
09 ივნისი 2017 11:24
0
შემოგევლე ზაზა დზაან მაგარი ხარ პირველი ქართველი რომელმაც იმას მიახწია კალათბურთში რო მთელმა საქართველომ უნდა იამაყოს ჯერ თუნდაც სულ არ ათამაშონ მითუმეტეს კიდე ყველაზე შავ სამუშაოს ზაზას ასრულებენ და უბრალოდ შეუდარებელია თავის საქმეში ასე რო ვინაც არ იცის კალათბურთი და მარტო შური ალაპარაკებთ იმას მეტს ვერ მოთხოვ რადგან თვალებით ვერ იყურებიან და სამწუხაროდ შურით ხედავენ... მე ქართველი ვარ და ვამაყობ ზაზათი შენ გვერდში ვარ ზაზა არა მარტო მე არამედ მთელი საქართველო (შურით მაყურებლების გარდა)
სიამაყე
09 ივნისი 2017 10:16
0
შარშან ტომპსონმა პლეიოფებში ლამის გადათელა გოლდენის ცენტრები და დიდწილად ამ ფაქტორმა განაპირობა კავსის ჩემპიონობა. ბოგატი იმ თამაშებში ქულებსაც აგროვებდა და მოხსნებიც სოლიდური რაოდენობის ჰქონდა, მაგრამ გოლდენმა მაინც დათმო. წელს რომ ტომპსონს ნულები აქვს ეს ზაზას დიდი დამსახურებაა. ამის დანახვა ვისაც არ შეუძლია, მისთვის კალათბურთი მარტო ბურთი და ფარია.
ზაზას კრიტიკოსებს და გეინსს - თუ დაითვალეთ, რაც ირვინგმა და ლებრონმა ნატყორცნი ბურთები საერთოდ ფარსაც, რომ აცილდა. ან თამაში თუ ნახეთ ირვინგმა როგორ მოიპოვა 76, 78 და მე-80 ქულა. რა უქნა სუპერმხტომარე მაკგის? ან სმიტმა რა „პადნოჟკა“ დაუდო მოწინააღმდეგეს? ზაზას რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა ალბათ ანათემას გადასცემდნენ. კავსის გულშემატკივარი ექსპერტების მესმის - გულზე არიან გახეთქილები, მაგრამ ამ ჩვენ ზოგიერთ ქართველს რა დაემართად, თამაშის გარჩევა და წაკითხვა თუ არ იციან, ნბა-ს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს, კერის მაინც დაუჯერონ. ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ასეთი ინტელექტუალი და აზრიანი კალათბურთელი გვყავს.
თენგაბი
09 ივნისი 2017 09:36
0
მიდი სეხნი, ერთი მაგათ არ "გაუარე"დილა საღამოს?!
SSS 21
09 ივნისი 2017 02:56
0
Gასკდა ხალხი შურით. Dაუკვირდით.... მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობს კაციი.ჩააწყო? ამერიკელები მოქრთამა?
რა გინდათ? ეკუთვნისს ანუ და დააყენეთ ენები და
gigi
09 ივნისი 2017 01:33
0
ადამიანი საჭმელს ვერ ჭამს ყოველთვის ერთნაირად და თქვენ გინდათ კაცმა ყოველთვის ერთნაირად ითამაშოს?ფაქტია რომ აზრზეა კალათბურთის და ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს.წარმატებები ზაზა
კახა ქირია
09 ივნისი 2017 00:51
0
უდიდესი გამოცდილება შეიძინა ზაზამ,მსოფლიოში ყველა დროის
ვარცკვლავებით გაძეძგილ გუნდში,სასწაულებს სჩადიან,იმედია ამ გამოცდილებას საქართველოში გამოიყენებს და ეს ჩვენს ახალ თაობას წაადგება. წარმატებებს ვუსურვებ ,უფალი გფარავდეს ზაზა!
დავითპაპა
09 ივნისი 2017 00:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული