ზაზა ფაჩულია მწვრთნელმა შეაქო, მაგრამ მედიამ გააკრიტიკა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს ფინალური სერიის მესამე მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად 118:113 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი" და ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს.

ამ შეხვედრაში ჩვენებური ნაკლებად პროდუქტიული გამოდგა - მან 13 წუთში მხოლოდ თითო მოხსნა და პასი მიითვალა. ჩვენებურმა ყველა სროლა ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. თუმცა უქულოდ დაასრულა მატჩი მისმა ვიზავი ტრისტან ტომპსონმაც.

ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]

მატჩის დასრულების შემდეგ "გოლდენ სტეიტის" თავკაცმა სტივ კერმა ფაჩულია მაინც შეაქო:

"ზაზამ კარგად იმუშავა ტანით ტრისტან
ტომპსონთან ორთაბრძოლაში", - განაცხადა კერმა, თუმცა ეს ერთადერთი პოზიტიური გამოხმაურება იყო ამ მატჩში, რომელიც ქართველს ეძღვნებოდა.

ქართველი ცენტრი პირველ მეოთხედში ყველაზე ადრე გამოცვალეს, რადგან ფოლები მალევე მიიღო, ერთხელ კი გარბენიც გააკეთა.

ამერიკული მედია განსაკუთრებით ორ ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას - ერთ-ერთ ეპიზოდში ზაზას მოხსნისთვის ბრძოლა "კლივლენდის" გამთამაშებელმა კაირი ირვინგმა აჯობა, რომელიც გაცილებით დაბალია ჩვენებურზე, მაგრამ მაინც უფრო მაღლა ახტა.

მეორე ეპიზოდი მანამდე მოხდა - ზაზამ 6 ფუტის მანძილიდან, ხელსაყრელი სიტუაციიდან ფარს ვერ მიაღწია ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა შეტევა მაინც ჩაგდებით დაგვირგვინდა, ფაჩულიას ჯარიმის გამო 2 ქულა არ ჩაითვალა.

ზაზა ფაჩულია ფარს აცილებს და ჯარიმდება
Sportall.Ge

sbnation.com-მა ამ ეპიზოდზე დაწერა: "შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად სანახავი სროლა იყო, რომელიც თქვენ კალათბურთის მატჩზე გინახავთ".

ვიდეო "ტვიტერზე" BusinessInsider-ის სპორტული განყოფილების რედაქტორმა კორკ გეინსმა დადო შემდეგი კომენტარით: "ზაზამ 6 ფუტიდან ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ფოლიც მიიღო. როგორ შეიძლება ამ კალათბურთელს "უორიორსის" მაისურა ეცვას?".
მკითხველის კომენტარები / 29 /
არ მიყურებია თამაშისთვის, მაგრამ ზაზას უშუალოს მეტოქეს (ტომპსონს) რომ ნოლი აქვს, რაღაცაზე მეტყველებს. :)
mindia
08 ივნისი 2017 22:48
0
ძალიან ცუდად ითამაშა და კრიტიკაც დამსახურებულია. სამწუხაროდ ბევრი შეცდომა ჰქონდა და იმედია შემდეგში გამოასწორებს
zaza
08 ივნისი 2017 21:48
0
ყველა თამაშს ერთნაირად ვერ ითამაშებ, ზოგჯერ პატარა ჩავარდნაც იქნება და ეს არაფერია, მაგრამ მე ის მაინტერესებს ამერი(კული) მედია კარგს ვერ ხედავს ვერაფერს ზაზაში? ვინც პარკეტზე დაეცა და რამე იტკინა ყველა ზაზას დააბრალეს, იქამდე თანაგუნდელის ტრავმაც.
ნათია
08 ივნისი 2017 21:34
0
შეიძლება მართლაც არ წაუვიდა ზაზას, მაგრამ მწვრთნელმა მაინც შეაქო , მარა ამ პირდაღებულ ვაიამერიკელს რას გააჩერებ ? ! ვაირუსებისა არ იყოს ))).
პატრიოტი
08 ივნისი 2017 20:49
0
იმასაც რატომ არ წერენ ეს ჩემა ალაოები რომ, მანამდე მინიმუმ ორი დაუმსახურებელი ფოლით წყობიდან გამოიყვანეს?
tanto
08 ივნისი 2017 18:42
0
ყველაზე ცუდი თამაში ზაზას შესრულებით, რაც კი ოდესმე მინახავს. არა უშავს, დაივიწყე!..
ბბბ
08 ივნისი 2017 18:38
0
ამ სიმაღლის კაცმა, როცა თამაშში 5 კაცია 118 ქულიდან ერთი მაინც უნდა ჩააგდო რაა. (ისე კალათბურთი ძირითადათ ჩაგდებაა აბა რა)
ზურა
08 ივნისი 2017 18:22
0
გეინსს, როგორ შეიძლება შენ სპორტული განყოფილების რედაქტორი იყო? კალათბურთი მარტო ჩაგდებებია? წინა თამაშში ლებრონმა ორი საჯარიმო ააცილა ზედიზედ, მაშინ ეს რა გამოდის? შენ ალბათ კავსის ფანი ხარ და იმიტომ აგეწვა.
თენგაბი
08 ივნისი 2017 17:49
0
ბატონ კორკ გრეისს ძალიან მიუქარავს ასეთი შეფასებისთვის,მაგრამ დამეთანხმეთ,რომ კერი,დიურანტი,ჯეიმსი და ირვინგი სულ სხვა სპორტის სახეობას თამაშობენ,დანარჩენები კი სხვას.
"ობიექტური შემფასებელი"
08 ივნისი 2017 17:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული