ისტორია დაწერილია - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია!

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", თბილისის დროით 13 ივნისს, დილით, ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ჩემპიონობის მომტან მატჩში ქართველმა ცენტრმა 10 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 3 მოხსნა (ყველა მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფაჩულიამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
ორმაგი დუბლი მიითვალა სტეფ კარიმ - 34 ქულა, 10 პასი. 20 ქულა ჰქონდა ანდრე იგუდალას, კლეი ტომპსონმა კი შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. ეს გამარჯვება ზაზამ ქართული დროშის თანხლებით იზეიმა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულია საქართველოს დროშით
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა და როგორც ვხედავთ, არც შემცდარა!
მკითხველის კომენტარები / 56 /
წარმატებები! გაიხარე!
ზაზას, მილოცვა და მადლობა!
13 ივნისი 2017 09:54
0
ვულოცავ ზაზას ამ უდიდეს ტიტულს და წარნმატებას და ვუსურვებდი სექტემბერში კიდევ ერთი ტიტული მიემატებინოს!!!!
nikola
13 ივნისი 2017 09:47
0
გაუხსენით ქართველებს ყველა ქვეყნის საზღვარი და ყველგან იფრიალებს საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა!
ყოჩაღ ზაზა, მიყვარხარ და მეამაყები, შენ მართლაც დიდი ქართველი ხარ!
სიხარულით მეთირება, როდესაც ვხედავ, როგორ აფრიალებ ქრთულ დროშას. დაე იმრავლოს საქართველოს ყველა ოჯახში შენნაირმა გოგო-ბიჭებმა!
იარონ, იარონ, იარონ! ამინ!
xyz
13 ივნისი 2017 09:44
0
გილოცავ ზაზა! გილოცავ საქართველო!
ნინო
13 ივნისი 2017 09:41
0
უძლიერესი სიახლე! საღოლ ზაზა!
Android
13 ივნისი 2017 09:40
0
გილოცავ ზაზა ! და ვულოცავ ყველა ქართველს ! ზაზა, ჩვენი კეთილი, დიდი დათვია.
დავითპაპა
13 ივნისი 2017 09:31
0
გილოცავთ ზაზას და გოლდენის ყველა გულშემატკივარს. მაგარიაა...
kaxa
13 ივნისი 2017 09:23
0
გულით ვულოცავ, დაიმსახურა
Paata
13 ივნისი 2017 09:22
0
რა კლივლენდი? რის კლივკენდი? გუნდი დაფრინავდა ზაზას კი ვულოცავ!!!!
გენო
13 ივნისი 2017 09:18
0
ვულოცავ ზაზას და საქართველოს. პირველი ქართველი, რომელიც ენ-ბი-ეის ჩემპიონი გახდა. ზაზა უორიორზში ერთადერთი არაამერიკელია. უკვე ჩემპიონის რანგში ის ქართული დროშით მოგვევლინა - ამაღელვებელი იყო.
gogig
13 ივნისი 2017 09:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული