KNBR: თუ შანსი ექნება, "გოლდენ სტეიტმა" ფაჩულია აუცილებლად უნდა დაიბრუნოს

AutoSharing Option
KNBR-ის რეპორტიორი კევინ ჯონსი გვთავაზობს სტატიას: "ზაზა ფაჩულიას "უორიორსში" დატოვებას აზრი აქვს". გთავაზობთ ამ სტატიას:

"მესმის, რომ ის ხანდახან იმედს უცრუებს ფანებს, ვიცი, რომ "უორიორსის" ფანებმა ბოლო თვეებია, "ტვიტერზე" მისი სახელი "შავ სიაში" შეიყვანეს, მაგრამ მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება "გოლდენ სტეიტის" უახლოესი მომავლისთვის აზრიანი წინადადება მგონია.

დომინოს პრინციპით, ჯერ ბობ მაიერსს სხვა თემები აქვს მოსაგვარებელი, სანამ 7 ფუტის სიმაღლის ცენტრის, ზაზა ფაჩულიას შენარჩუნებაზე დაიწყებს ფიქრს. პრიორიტეტი ანდრე იგუდალას შენარჩუნებაა. მოლაპარაკება შესაძლოა, რამდენიმე დღე გაიწელოს. მაიერსი ჯერ ვერ იფიქრებს სხვა ტრანზაქციაზე,
სანამ იგუდალას სტატუსი გაურკვეველია.

თუ იგუდალა წავა, მაშინ "უორიორსს" იმაზე მეტი თანხა რჩება, ვიდრე გეგმავდნენ. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალ აგენტებში არიან საინტერესო ცენტრები, რომელთაც საჩემპიონო ბეჭედი სურთ - ზაკ რენდოლფი, ნენე...

მაგრამ თუკი იგუდალა კევინ დურანტის თავგანწირვას დააფასებს, რომელმაც თავისი ნებით მოიკლო ხელფასი, მაშინ მაიერსს სხვების შესაძენად მცირე თანხა დარჩება და ზაზა ფაჩულიას შენარჩუნებაც მნიშვნელოვანი გახდება.

ერთწლიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, 3,5 მილიონი დოლარი დაჯდება. ამ ფასად NBA-ში უკეთესი კალათბურთელის მოძებნა შეიძლება, მაგრამ არა ისეთის, რომელიც "გოლდენ სტეიტს" ზაზაზე მეტად გამოადგება.

ფაჩულიას სარგებლიანობის იმაზე მეტი ნათელი მაგალითი არ არსებობს, რაც ქართველმა ფინალში ტრისტან ტომპსონს დააწია პირველ სამ თამაშში. ზაზას ფიზიკურმა სტილმა ტომპსონი უსაქმოდ დატოვა. "კლივლენდის" ცენტრმა პირველ სამ მატჩში მხოლოდ 11 მოხსნა მიითვალა.

სტივ კერმა ფაჩულიას უჩინარი გმირი უწოდა. ის მხოლოდ 13 წუთს თამაშობდა ივნისში საშუალოდ, მაგრამ მისი სათამაშო დრო ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.

თქმა არ უნდა, რომ მომავალ სეზონშიც "გოლდენ სტეიტს" ფინალში ლებრონ ჯეიმსის გუნდთან გამკლავება მოუწევს. ვინც უნდა აიყვანოს "სელტიკსმა", ლებრონი ზედიზედ მერვე ფინალში იქნება.

შეიძლება იმ დროისთვის ტომპსონი არც იყოს "კლივლენდში", მაგრამ თუ იქნება, ფაჩულია კვლავ მძიმე საჭადრაკო ფიგურა იქნება ფინალურ სერიაში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა სეზონში.

რა თქმა უნდა, ფაჩულიას ესაჭიროება კარგი შემცვლელები - არარეალურია, რომ გუნდმა შეძლოს მაკგის (უკეთესი კონტრაქტი დაიმსახურა) და ვესტის (შეიძლება დაანებოს თამაშს თავი) უკან დაბრუნება. შესაძლოა, გამოდგეს 22 წლის დემიან ჯონსი, რომელსაც NBA-ს განვითარების ლიგაში თამაში წაადგება. თეორიულად მომავალ სეზონში მაკგის როლის ტვირთვა ჯონსს შეუძლია.

ცნობილია, რომ ფაჩულია ცოტა მოუხეშავი მოთამაშეა. ხანდახან ისე კარგავს ბურთს, რომ თმები ყალყზე დაგიდგებათ. რეგულარულ სეზონში რამდენჯერმე კერმა მალევე მოაცილა ზაზა მოედანს. არა, ის ჩამოყალიბებული ვეტერანია, მაგრამ მას აქვს ნაკლიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ზაზა თავის როლს კარგად ერგება, ცენტრში ფიზიკურად არ ახარებს მეტოქეებს. სხვათა შორის, ის ინციდენტი, როცა ზაზამ რასელ უესტბრუკი ნოკდაუნში გაუშვა, მას ძალზე დაეხმარა თანაგუნდელებისა და ფანების თვალში ავტორიტეტის მოხვეჭაში.

ფაჩულიას ძალიან აფასებენ თანაგუნდელები, ხოლო კლეი ტომპსონი სულაც მისი ახლო მეგობარი გახდა.

თუკი "უორიორსი" შეძლებს ზაკ რენდოლფის დამატებას, მისი ბულდოგის მენტალიტეტის წყალობით, "გოლდენ სტეიტი" კიდევ უფრო საშიში გუნდი გახდება. ის კარგად შეეწყობა დრეიმონდ გრინს.

მაგრამ ფაჩულიასთან ერთად "გოლდენ სტეიტს" კიდევ მეტის გაკეთება შეუძლია. მისმა თანაგუნდელებმა კარგად იციან მისი ყველა პლუსი. მათ კარგად იციან, რას ელოდნენ ფაჩულიასგან. მისმა თამაშმა გასულ სეზონში გარკვეულწილად, დაუბევა კიდეც გუნდს ჩემპიონის ტიტული და დისკუსია ამით დასრულებულია.

თუკი იქნება თანხა მის დასაბრუნებლად, "გოლდენ სტეიტმა" ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს".
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაი მთქმელს კაი გამგონე უნდა, ეგ ამერიკელი ექსპერტი კაი მთქმელი ყოფილა...
აბსურდაჯაფსანდალი
23 ივნისი 2017 13:22
0
ზაზას ფასს გვიან გაიგებენ! ჩემი აზრით არ უნდა დარჩეს გოლდენში გროშების სანაცვლოდ, თავმოყვარეობის საქმეა. მისი მიზანი მიღწეულია და ბეჭედი აქვს. ისეთ გუნდში უნდა გადავიდეს სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება, რასაკვირველია თუ უნდა და შეუძლია მეტის დროით თამაში.
კახა
23 ივნისი 2017 10:53
0
წელს გოლდებ სტეიტზე ძლიერი გუნდი ნბა ში არ იყო,ასე რომ კავაი ვერ შეიტანდა გარდატეხას და არც ზაზას დაუმტვრევია კავაი,ის უკვე ფეხმტკივანი თამაშობდა.მისი ტრავმა მწვრთნელების სინდისზეა და იმ პატარძალისა არ იყოს ტყუოდნენ და ისევ თვითონვე ბუოდნენ.
სოსო
22 ივნისი 2017 21:47
0
ზაზას რომ არ დაემტვრია ლენარდი, ან მოიგებდა გოლდენ სტეიტი, ან არა. ასე რომ ვეთანხმები აშურბანიფალს. ჰო, ისე, იგუოდალაა და არა იგუდალა. მოუსმინეთ ხან და ხან ინგლისურ კომენტარს.
ashurnasirpal
22 ივნისი 2017 20:45
0
ვეთანხმები ჯონის, არაფერში არ ჭირდება გოლდენს დურანტი, ტომპსონი, გრინი და კარი(მაკგიც)...ყველას ხელფასი ზაზას უნდა მისცენ, ჩემპიომობაში ზაზას როლი 99%-ია...იმ 13 წუთში იგებდნენ თამაშს "მეომრები"...ეს ჭეშმარიტებაა(ქართული) და არავინ გაბედოს გაპროტესტება...
asurbanifali
22 ივნისი 2017 18:29
0
3.5 Milioni magkis gadauxadon, zaza ki 12 milionze naklebad woriorsshi ar unda darches, zazas fasi mat ar ician....
Joni
22 ივნისი 2017 18:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული