ესპანური მედიის მტკიცებით, "უნიკახამ" გიორგი შერმადინს კონტრაქტი ოფიციალურად შესთავაზა.
ესპანური ACB-ის წესებით, ახლა გიორგის ამჟამინდელ გუნდს, "ანდორას" 5 ივლისამდე აქვს ვადა, რომ ანალოგიური ან უკეთესი კონტრაქტი შესთავაზოს ქართველ ცენტრს და ის გუნდში შეინარჩუნოს.
შერმადინი ლიგის იმ კალათბურთელთა სიაში მოხვდა, რომლებიც ნაწილობრივ თავისუფალი აგენტები არიან. ნებისმიერ გუნდს შეეძლო 12 დღის განმავლობაში შერმადინისთვის კონტრაქტის შეთავაზება. ამ შემთხვევაში, "ანდორას" 5 დღის ვადა ეძლევა, კონტრაქტის გასაბათილებლად.
გასულ სეზონში გიორგი შერმადინი ესპანურ ლიგაში საშუალოდ 15,7 ქულას და 7,6 მოხსნას აგროვებდა. ჩვენებური ჩემპიონატის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანეს.
17:29 30-06-2017
"უნიკახამ" გიორგი შერმადინს კონტრაქტი შესთავაზა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული