ზაზა ფაჩულიას ახალი კონტრაქტის სამი ვარიანტი "გოლდენ სტეიტთან"

AutoSharing Option
ამერიკული მედია იუწყება, რომ მთავარი ვარსკვლავების დაბევების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" აპირებს ზაზა ფაჩულიას დაბრუნებასაც.

USA TODAY: დურანტის წყალობით "გოლდენ სტეიტს" ფაჩულიას შენარჩუნება შეუძლია

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტმა" მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა სტეფ კარის, ორი წლით დაიბევა კევინ დურანტიც.

მათ გარდა, გადაწყვეტილია დევიდ ვესტის, ანდრე იგუოდალასა და შონ ლივინგსტონის შენარჩუნებაც. ახლა კი ზაზა ფაჩულიას ჯერია.

csnbayarea.com  ზაზას სავარაუდო კონტრაქტის ოდენობას განიხილავს. შარშან მას "გოლდენ სტეიტში" 2,9 მილიონი დოლარი ჰქონდა. გამოცემა სამ ვარიანტს განიხილავს:

"1. "უორიორსმა" მას შესაძლოა მისცეს ეგრეთ წოდებული სრული საშუალო
გამონაკლისი, რაც სეზონში 5,2 მილიონ დოლარს შეადგენს (რაც ძალზე საეჭვოა).

2. კლუბმა შეიძლება გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ზაზა ისეთი თავისუფალი აგენტია, რომელზეც ლარი ბერდის წესი არ მოქმედებს და მისცეს მას 20%-ით გაზრდილი შარშანდელი კონტრაქტი, რაც დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარია.

3. ან ფაჩულია გააფორმებს კონტრაქტს ვეტერანის მინიმუმზე, რაც 2,3 მილიონი დოლარია. სწორედ ასე დაუკავშირდება გუნდს დევიდ ვესტი".
მკითხველის კომენტარები / 14 /
ზაზას გაუმარჯოს, მაგრამ ნბა-თვის ის კალათბურთელი არ არის უკეთესი კონტრაქტი რომ შესთავაზონ. რასაც მიცემენ მადლობა უნდა თქვას.
misha
05 ივლისი 2017 17:32
0
შენთვის ძალიანაც ბევრია, მაგრამ ვისაც ტალანტი და ნიჭი აქვს, ათჯერ და ოცჯერ მეტი გამოიმუშავოს, მათთვის ძალიან ცოტაა.
mentori-s
05 ივლისი 2017 17:26
0
ძალიან ცოტაა ტო, ფაქტიურად ორ სეზონში დახლოებით 30 ლიმონს კარგავს, თუ უკეთესი შემოთავაზება ექნება უნდა დასთანხმდეს.
დაბერდა და ამბიციებს მაყუთის კეთება ურჩევნია.
tanto
05 ივლისი 2017 16:53
0
თუნდაც 2.3 მილიონი მისცენ, თვეში გამოდის 191 ათას 666 დოლარი, რაც სულ მცირე 422 ათასი ლარია.. რა, ცუდია?
mentori
05 ივლისი 2017 16:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული