ზაზა ფაჩულიას ახალი კონტრაქტის სამი ვარიანტი "გოლდენ სტეიტთან"

AutoSharing Option
ამერიკული მედია იუწყება, რომ მთავარი ვარსკვლავების დაბევების შემდეგ "გოლდენ სტეიტი" აპირებს ზაზა ფაჩულიას დაბრუნებასაც.

USA TODAY: დურანტის წყალობით "გოლდენ სტეიტს" ფაჩულიას შენარჩუნება შეუძლია

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტმა" მაქსიმალური კონტრაქტი შესთავაზა სტეფ კარის, ორი წლით დაიბევა კევინ დურანტიც.

მათ გარდა, გადაწყვეტილია დევიდ ვესტის, ანდრე იგუოდალასა და შონ ლივინგსტონის შენარჩუნებაც. ახლა კი ზაზა ფაჩულიას ჯერია.

csnbayarea.com  ზაზას სავარაუდო კონტრაქტის ოდენობას განიხილავს. შარშან მას "გოლდენ სტეიტში" 2,9 მილიონი დოლარი ჰქონდა. გამოცემა სამ ვარიანტს განიხილავს:

"1. "უორიორსმა" მას შესაძლოა მისცეს ეგრეთ წოდებული სრული საშუალო
გამონაკლისი, რაც სეზონში 5,2 მილიონ დოლარს შეადგენს (რაც ძალზე საეჭვოა).

2. კლუბმა შეიძლება გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ზაზა ისეთი თავისუფალი აგენტია, რომელზეც ლარი ბერდის წესი არ მოქმედებს და მისცეს მას 20%-ით გაზრდილი შარშანდელი კონტრაქტი, რაც დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარია.

3. ან ფაჩულია გააფორმებს კონტრაქტს ვეტერანის მინიმუმზე, რაც 2,3 მილიონი დოლარია. სწორედ ასე დაუკავშირდება გუნდს დევიდ ვესტი".
მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთი ამ სოფლის გიჟიც გვყოფნის, რომელმაც საკმაოდ თავი მოაბეზრა ყველას,ეხლა მეორეც რომ გამოჩნდი, მარტო საჩხუბრად რატომ შემოდიხარ აქ მუდმივად?
888-ს
14:13 06-07-2017
0
თუნდაც 2.3 მილიონი მისცენ, თვეში გამოდის 191 ათას 666 დოლარი, რაც სულ მცირე 422 ათასი ლარია.. რა, ცუდია?
mentori
16:47 05-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული