"გოლდენ სტეიტი" - რჩება ორი ადგილი, ახლა ზაზას ჯერია?

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონი "გოლდენ სტეიტ უორიორსი" ძალზე სწრაფი ტემპებით აყალიბებს გუნდს, რომელიც მომავალ სეზონში ტიტულის დაცვას შეეცდება. ასე რომ, ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრებს დიდხანს მოცდა არ მოგვიწევს, მისი ამბავიც მალე უნდა გაირკვეს.

"გოლდენ სტეიტმა" კიდევ ორი თავისუფალი აგენტი დაიმატა - მცველი ნიკ იანგი (5,2 მილიონი დოლარი) და მსროლელი ომრი კასპი (2,3 მლნ). ასე რომ, გუნდს განაცხადში მხოლოდ ორი თავისუფალი ადგილი დარჩა და, დიდი ალბათობით, ახლა ზაზა ფაჩულიას ჯერია.

ნაკლები შანსია, რომ "გოლდენ სტეიტი" მასაც დაიტოვებს და კიდევ ერთ ცენტრ ჯაველ მაკგის, ორივეს
ერთად გუნდი გადავსებული ბიუჯეტით უბრალოდ, ვერ გაწვდება. ამიტომაც ვრცელდება ცნობები, რომ მაკგი "კლიპერსთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

ამერიკელი ჟურნალისტები ნიკ იანგის დამატების შემდეგ ხუმრობის ხასიათზე დადგნენ - რეგულარული სეზონი მოსაწყენი გახდება, რადგან "უორიორსი" 82:0 სერიას გაახერხებსო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბოლო კომენტარით დაამტკიცე რომ შენ ხარ, აქ შენ ხარ მარტო გრამატიკულ შეცდომებზე პარანოიდულად აცრილი, მერამდენეჯერ უნდა გაება მახეში? დდდდდ
მსქროლავ aburjga-ს
07 ივლისი 2017 14:49
0
ისე პაპაი -ს კრიტიკოსო, მან სწორად დაწერა სიტყვა შეურაცხყოფა, შენ კი შეცდომით - შეურაწყოფა! რაც არ იცი იმაზე სხვას მაინც ნუ აკრიტიკებ! ეს მქროლავი ვეღარ გავიგე რა არის?! მქროლავი მარანში გამიგია და ვიცი. ეს კი რა არის ნეტავ?
aburjga
07 ივლისი 2017 14:09
0
დაგწყებია პარანოიდალური შეტევები, გაიპარე როგორც ყოველთვის ამბებზე და ლაიქებ-დიზლაიქებით ითამაშე შენებურად, სანამ ბოლომდე არ გაუბერე. დდდდდ
მსქროლავო ფიგაროვ
07 ივლისი 2017 13:44
0
რეებს ბჟუტურებ? რა შეთქმულება, რა გაშიფრვა.. წადი იმკურნალე
papai
07 ივლისი 2017 13:16
0
პაპაიას ნიკით და კიდევ სამი დაშვებული შეცდომით გაიშიფრე მსქროლავო ფიგაროვ, თან ჩემი შენ გითხარიო მასეა შენი საქმე, შენ რომ სხვას ეტყვი შეურაწყოფას აყენებო, დდდდდ, ისე, შუბლის ძარღვი დიდი ხნის გაწყვეტილი კი გაქვს.
papais
07 ივლისი 2017 13:02
0
ვერ მივხვდი რუსეთუმე რა შუაში იყო? ჯობია წესიერად ისაუბრო.. ვინ მოგცა სხვისი შეურაცყოფის უფლება შე მართლა უვიცო
papai
07 ივლისი 2017 12:53
0
რუსეთუმევ მარტო ენის მოსაქავებლად რომ არ აკომენტარებდე და თამაშებს რომ უყურებდე, გეცოდინებოდა რომ ვესტი ცენტრი არ არის.
papais
07 ივლისი 2017 12:21
0
ფაქტიურად გუნდი დაკომპლექტდა და ცენტრი მარტო ბებერი დაბალხელფასიანი ვესტი ყავთ... ცენტრებიდან ზაკ რენდოლფი უკვე საკრამენტომ წაიყვანა, მგონი ზაზას მართლა დაიტოვებენ
papai
07 ივლისი 2017 00:26
0
უნდა დარჩეს და ხელფასიც უნდა მოუმატონ, დაფასების საკითხია
_+*
06 ივლისი 2017 20:16
0
თუ გოლდენში დარჩა, ახალი გუნდის მაისურის და კეპის ყიდვა აღარ მომიწევს, 40 დოლარის ხეირი იქნება.
*__*
06 ივლისი 2017 17:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული