ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" კიდევ ერთი წლით დარჩა

AutoSharing Option
USA TODAY-ის NBA-ს რეპორტიორი სემ ემიკი "ტვიტერზე" პირველი ავრცელებს ცნობას, რომ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" შეუთანხმდა და კიდევ ერთი წლით ჩემპიონთა რიგებში დარჩა.

ჟურნალისტის მტკიცებით, ქართველმა ცენტრმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის სანაცვლოდაც 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ზაზას ხელფასი შარშან სეზონში 2,9 მილიონი დოლარი იყო.

ასე რომ, "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობა თითქმის დაკომპლექტდა, თავისუფალი მხოლოდ ერთი ადგილია.

33 წლის ფაჩულიას მონაგარი საჩემპიონო სეზონში ასეთია - 18,1 წუთი: 6,1 ქულა, 5,9 მოხსნა და 1,9 პასი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ვულოცავ ჩვენს კაპიტანს, მარტლაც დიდი სიამოვნებაა და დიდი პატივი ესეთი ვარსკვლავების გვერდით თამაში, მომავალ წელს მეორე ბეჭედი მოგველოცოს ზაზა!
llcl
08 ივლისი 2017 08:37
0
ეს ზაზას დაფასებაა... ეს იმას ნიშნავს რომ მწვრთნელი კმაყოფილია მისი თამაშით. წარმატებები!!
gio
08 ივლისი 2017 06:51
0
ვულოცავ ზაზას, ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო. ჯანმრთელობას და გამარჯვებებს ვუსურვებ!
ლუკა
08 ივლისი 2017 06:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული