ჟურნალისტის მტკიცებით, ქართველმა ცენტრმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის სანაცვლოდაც 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ზაზას ხელფასი შარშან სეზონში 2,9 მილიონი დოლარი იყო.
ასე რომ, "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობა თითქმის დაკომპლექტდა, თავისუფალი მხოლოდ ერთი ადგილია.
33 წლის ფაჩულიას მონაგარი საჩემპიონო სეზონში ასეთია - 18,1 წუთი: 6,1 ქულა, 5,9 მოხსნა და 1,9 პასი.