რა მსხვერპლზე წავიდა "გოლდენ სტეიტი", რომ ზაზა ფაჩულიასთან კონტრაქტი გაეფორმებინა

AutoSharing Option
The Mercury News ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო ცნობას აქვეყნებს ზაზა ფაჩულიას კონტრაქტთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, ქართველი ცენტრი დათანხმდა NBA-ს ჩემპიონის შემოთავაზებას და კიდევ ერთი წლით დარჩა ოკლენდში.

ზაზა თავისუფალი აგენტი იყო და კლუბმა გამოიყენა ის, რომ ლარი ბერდის წესი არ მოქმედებს მასზე და ქართველს შარშანდელ კონტრაქტზე 20%-ით უკეთესი გაუფორმა - 2017/18 წლების სეზონში ზაზა 3,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

როგორც ხედავთ, როგორც შარშან, ფაჩულიამ ამჯერადაც იმაზე წამგებიანი კონტრაქტი გააფორმა, ვიდრე მისი შესაძლებლობების ცენტრს შეუძლია NBA-ში.

თუმცა "გოლდენ სტეიტს" ეს კონტრაქტი გაცილებით ძვირი უჯდება -
რადგან კლუბმა დიდი ხანია გადააჭარბა მითითებულ ბიუჯეტს და ახლა მისი კალათბურთელების კონტრაქტები ე. წ. ფუფუნების გადასახადის ნიხრით იბეგრება.

გამოცემის ცნობით, ზაზა ფაჩულიას 3,5-მილიონიანი კონტრაქტი "გოლდენ სტეიტს" გადასახდელებისა და ჯარიმების შემდეგ, ჯამში 12,4 მილიონი დოლარი უჯდება. ეს კი სამ-ნახევარჯერ მეტია.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ენის მოსაფხანად ერთი და იგივე მაკომენტარლები რა ტყუილად ანაგვიანებენ აქაურუბას, თუ არ იცით რა არის ლარი ბერდის წესი, მთელი დღე ინტერნეტში არ უკაკუნებთ კლავიატუარს? აკრიფეთ მაძიებლებში და გაიგებთ რაც არის, აქ ბოღმების ნთხევის მაგიერ, რაგოზინის ფაბრიკის გამწარებული ტროლებო.
)))
10 ივლისი 2017 13:26
0
რატომ უნდა შეიწუხოს თავი ჟურნალისტმა, ხელფასს ხომ იღებს. აი ხელმძღვანელს რომ ეთქვა სრულად აუხსენი მკითხველს საქმის ვითარება თორემ გაგაგდებ სამსახურიდან - მერე ინებებდა... ეტყობა ხელმძღვანელიც არაპროფესიონალია.
თევდორე
10 ივლისი 2017 10:37
0
ბევრმა ვიცით რაც არისლარი ბერდის წესი მაგრამ,ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკა რო მოიკოჩლებს ამაშია საქმე,დამერწმუნეთ ვინც ამ სტატიას წერს ალბათ თვითონაც არ იცის ამის განმარტება,აბა დავიჯერო მისი აზრით ეს ყველასთვის გასაგებია?სამცუხაროა რო ჩვენთან არცერთ სპორტს არ ასშუქებენ ძირეულად,ტუგინდ ზაზას შემთხვევა ავიღოთ,ითარგმნებოდა და იწერებოდა ის რაც იყო ამერიკულ გაზეთებში და ნბა საიტზე,შეიძლებოდა ჩემპიონობის შემდეგ ან მასთან ჩაეწერათ რამენაირად ვრცელი და ნორმალური ინტერვიუ,არა მგონია რო დაერეკათ ზაზას მათვის არ ეპასუხა და კომენტარი არ გაეკეთა ვრცლად ქართველი ქომაგისათის,ამას ყველაფერს მონდომება და პროფესიონალიზმი სჭირდება,წარმატებები კაპიტანო
vato
10 ივლისი 2017 01:28
0
ლელო, ოხ როგორ გეზარებათ მუშაობა! აი სტატიკუნა ხომ სხვა გამოცემიდან შეაკოწიწეთ, მაგრამ ეს ლარი ბერდის წესი მკითხველმა რატომ უნდა აგვიხსნას? რისთვის გვყავხართ ეს პატივცემული სპორტული ჟურნალისტები?

ზაზა არის ღირსი გაცილებით მეტის, მაგრამ ის არის მენტალიტეტით რაინდი და არა ვაჭარი! აი ამიტომ დარჩა ის იქ სადაც ჩემპიონები არიან.
ლუკა
09 ივლისი 2017 23:04
0
რა ვერ გაიგეთ? რა თქმა უნდა დურანტის, კარის, იგუოდალას გამო გადააჭარბა ლიმიტს. შეეძლო უფრო იაფიანი ცენტრი აეყვანა და ბევრად ნაკლები დაუჯდებოდა, 1 მილიონს გადაუხდიდა და 3,5 დაუჯდებოდა. ზაზას კი თან გაუზარდა, ამიტომ უჯდება ამდენად ბევრი - 12,4 მილიონი.
alexandre
09 ივლისი 2017 22:26
0
როგორც გავიგე, ბერდის წესი არის შემდეგი: გუნდს შეუძლია დაარღვიოს (ან დამატებით დაარღვიოს, რაც არის ამ შემთხვევაში) ხელფასის ჭერი (ლიმიტი ჯამურ ხელფასებზე), თუ თავისუფალი აგენტის (ანუ დურანტი, იგუადალა და/ან ზაზა) შენარჩუნება ხდება (ანუ იგივე გუნდში რჩება, სადაც წინა სეზონში თამაშობდა)
ირაკლი
09 ივლისი 2017 21:26
0
ლარი ბერდის წესი რას ნიშნავს? ვინც იცის დაწერეთ, არ დაიზაროთ გაფიცებთ პატიოსან დედმამას
გერგეზი
09 ივლისი 2017 18:44
0
ზაზას კი არა, კარის, დურანტის და იგუოდალას კონტრაქტების გამო გადააჭარბა ლიმიტს გოლდენმა.
Baxt
09 ივლისი 2017 18:33
0
ზაზას გამო არავინ არ წასულ მსხვერპლზე-რა უაზრობაა მხოლოდ ზაზას ხელფასის გამო გადააჭარბა გოლდენსტეიტმა ლიმიტს?
ცენტრად მე ხომ არ წამიყვანდნენ აბა, თუ უცენტროდ დარჩებოდნენ.
givi
09 ივლისი 2017 17:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული