"სპურსის" ფანმა ზაზა ფაჩულია გაიძვერულად შეურაცხყო

AutoSharing Option
NBA-ს ჩემპიონის, "გოლდენ სტეიტის" ცენტრის, ზაზა ფაჩულიას სან ხოსეში სტუმრობას უსიამოვნო ფაქტი მოჰყვა.

ზაზა ფაჩულია სან ხოსეში იმ მიზნით ჩავიდა, რომ ვაკო ყაზაიშვილის მატჩს დასწრებოდა. ფაჩულიამ ვაკო ყაზაიშვილიც მოინახულა და მასთან მაისურიც გაცვალა.

- შეხვედრა ამერიკაში - ზაზა ფაჩულიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურები გაცვალეს

ფაჩულიასთან მატჩის დროს "სან ანტონიო სპურსის" ფანი მივიდა და ქართველ ცენტრთან ფოტო გადაიღო, სადაც შუათითს აჩვენებს.

"სპურსის" ფანი არტურ სერვანტესი სან ხოსეში ცხოვრობს.

26 წლის სერვანტესი კმაყოფილია თავისი საქციელით და mysanantonio.com-თან საუბარში ამბობს:

"მას ეს არ
შეუმჩნევია, თორემ დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნებოდა".

სერვანტესი დასძენს, რომ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა და "სპურსის" ფანებისგან ბევრი საქებარი სიტყვებიც მიიღო.

"ყველას გაუხარდა ჩემი საქციელი. ერთადერთი ჩემს დას არ მოეწონა, რომელიც "გოლდენ სტეიტის" ფანია", - ამბობს სერვანტესი.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიოს" ფანებმა მას შემდეგ შეიძულეს ქართველი ცენტრი, რაც NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ მატჩში "სპურსის" ლიდერი კავაი ლეონარდი ფაჩულიას ფეხზე დაეშვა და ტრავმა მიიღო.

"სპურსის" ფანების აზრით, ქართველმა სპეციალურად დაუტოვა ფეხი ლეონარდს, თუმცა თავად "სპურსის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს ზაზას მხრიდან განგებ გაკეთებული საქციელი არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდის შემდეგ ზაზა ფაჩულიას ემუქრებოდნენ კიდეც.

- "მუქარა, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ გაჩნდა, ნაწილობრივ გრეგ პოპოვიჩის დამსახურებაა"
- "ტვიტერზე" ზაზა ფაჩულიას "სან ანტონიოს" განრისხებულმა ფანებმა შეუტიეს [VIDEO]
- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა
- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 19 /
ახალგაზრდებო, ძმიშვილებო და დისშვილებო ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან ისეთ დღეში მოაქციეთ ეს ვიგინდარა რომ მარტო სურათის გადაღება კი არა საერთოდ ინტერნეტიც შეძულდეს
მურთაზი
13 ივლისი 2017 15:18
0
თვითონ გავს მაგას რასაც აჩვენებს
1
13 ივლისი 2017 15:07
0
ეგ კი ღირსია, მაგრამ ქართულ გინებას გაიგებს? :)
irakli81
13 ივლისი 2017 14:56
0
რატომ არ დაინახა, გაუპობდა ამ გეკოს ტყვიასავით წვრილ-წაგრძელებულ თავს.
222
13 ივლისი 2017 13:54
0
კარგი შემოთავაზებაა, მოუკითხოთ დედიკო ამიგო სერვანტესს. რა გვარს არცხვენს ეს ქაქი-ყლაპია.
dato-s
13 ივლისი 2017 13:52
0
რომ დაენახა არ ესიამოვნებოდაო, არ ესიამოვნებოდა კი არა,რომ დაენახა "მაგას" კბილებით დაგაჭერინებდა შე ....
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
13 ივლისი 2017 13:46
0
Shua kbili muqi aq vs etyoba qaqis chama uyvars
tengo
13 ივლისი 2017 13:09
0
Dato -კარგი იყო ...:))))))))))))))
დათო
13 ივლისი 2017 12:37
0
აბა დავადგინეთ სერვანტესის FB მისამართი და მივასხით ჩვენებურად. სანამ ესეც ბოდიშებს არ მოიხდის და viva Zaza Pachulia არ დაწერს - არ მოვეშვათ :))))
Dato
13 ივლისი 2017 12:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული