მამუკელაშვილს დრაფტისთვის კარგი რეპეტიცია გამოუვიდა და ქებაც დაიმსახურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელიც NBA-ს დრაფტისთვის ემზადება, მის გენერალურ რეპეტიციად მიჩნეულ Draft Combine-ის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი მეორე გუნდი პირველთან 57:76 დამარცხდა, სანდრომ კი კარგი შეფასება დაიმსახურა.

მამუკელაშვილმა 23:14 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 9 ქულა და 6 მოხსნა იყო. სანდროს კლუბის,  "სეტონ ჰოლის" ფან-კლუბი აღნიშნავს, რომ მამუკელაშვილს ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ საუკეთესო მატჩი ჯერ კიდევ წინ აქვს.

ACCS-ის ანალიტიკოსი ბრაიან გეიზინგერი წერს, რომ მამუკელაშვილისგან ნაკლებს არც ელოდნენ და მისი სიმაღლის გათვალისწინებით, ის ძალიან მოქნილია და ბურთს კარგად
ატარებს.

Shupirates-ი მიიჩნევს:

"სანდრო მამუკელაშვილის განვითარებაში მისი კლუბის მწვრთნელ გრანტ ბილმაიერს დიდი წვლილი აქვს. 2020-21 წლებში მამუკელაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე, რომელიც ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. გარდა იმისა, ის კონფერენციის წლის მოთამაშედაც  დასახელდა."

altმამუკელაშვილი მოსწონთ და დრაფტზე არჩევას ადრევე უწინასწარმეტყველებენ

alt"დრაფტზე მამუკელაშვილის არჩევა გასაკვირი არ იქნება" [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები, მჯერა ბევრს მიაღწევ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული