"თუკი შანსს მომცემენ, არ ინანებენ!" - მამუკელაშვილი თავდაჯერებულია

AutoSharing Option
NBA-ს დრაფტის წინ, "სეტონ ჰოლის" ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია. მის შესახებ ამჯერად NY Post წერს. მამუკელაშვილი ამბობს:

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმის ჩვენება, თუ რამდენად შრომობ იმისთვის, კონკურენტუნარიანი იყო და როგორი თანაგუნდელი ხარ.

მსურს, გავიგო სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზედა ზღვარი... მიმაჩნია, რომ NBA-ში წარმატებული კარიერა შემიძლია, ასე რომ, თუკი რომელიმე კლუბი შანსს მომცემს, არ ინანებს!"

სტატიაში ნათქვამია, რომ მამუკელაშვილი პასუხისმგებლობას გრძნობს, რადგან NBA-ში ზაზა ფაჩულია თამაშობდა და ახლა გოგა ბითაძე გამოდის. სანდრო საბონისის თამაშითაა აღფრთოვანებული: "
მას ვაკვირდები და ჩემთვის უფრო ნათელია, როგორ უნდა ვითამაშო."

შეგახსენებთ, 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა  დრაფტის ე.წ. გენერალური რეპეტიციის (Draft Combine) შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

altმამუკელაშვილი მოსწონთ და დრაფტზე არჩევას ადრევე უწინასწარმეტყველებენ

alt"დრაფტზე მამუკელაშვილის არჩევა გასაკვირი არ იქნება" [VIDEO]

altგოგა ბითაძე: ევრობასკეტის ყველა შეხვედრაში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ!




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული