გიორგი ცინცაძეს ორმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა

AutoSharing Option
3:2 - ასეთი ანგარიშით დაწინაურდა ფინალურ სერიაში გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი". მას უკრაინის ჩემპიონობამდე 1 მოგებაღა აშორებს, "აზოვმაშს" - ორი. იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდება.

26 მაისს "ბუდიველნიკმა" კიევში 89:75 გაიმარჯვა. ქართველებს ზედმეტი ტრაბახი კი გვიყვარს, მაგრამ ამჯერად გადამეტებულს არაფერს ვიტყვით - ცინცაძემ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ამას ციფრებიც ადასტურებს: 26 წუთი, 11 ქულა, 8 პასი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა.

სერიის მეექვსე შეხვედრა მარიუპოლში 29 მაისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული