მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
30 მაისს ორმა მეგობარმა სხვადასხვა ქვეყნის პლეი ოფში ითამაშა. მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში მესამე მატჩი მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა, ხოლო ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" იტალიის პირველობის ნახევარფინალში 2:1 დაწინაურდა.

მანუს "გალათასარაიმ" სტუმრად "პინარ კარშიაკა" მისსავე მოედანზე 79:77 დაამარცხა და სერია უმოკლესი გზით, 3:0 დაასრულა.

ქართველმა უკანახაზელმა 20 წუთში 3-3 ქულა-მოხსნა მოაგროვა.

სანიკიძის "მონტეპასკიმ" "ვარეზეს" უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით სძლია - 72:59. ვიქტორმა 9 წუთში 2 მოხსნა ჩაიწერა. მომდევნო მატჩს სიენელები პირველ ივნისს ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული