მანუჩარ მარკოიშვილის პირველი მოგება თურქეთის ჩემპიონატის ფინალში

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილმა თურქეთის ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

მისმა "გალათასარაიმ" ფინალური სერიის პირველ მატჩში "ბანვითს" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ცუდად დაიწყო, მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვა - 79:62.

მანუჩარი სასტარტო ხუთეულში იყო და პირველ მეოთხედში 7 ქულა ჩააგდო, თუმცა "გალას" კალათბურთელებმა ბანვითელებს 22:16 დაწინაურების უფლება მისცეს.

მეორე მეოთხედის დასაწყისიც სტუმრებისა იყო, თუმცა პერიოდის დასრულებამდე 1:20 წუთით ადრე მარკოიშვილის სამქულიანის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა (33:34), ხოლო დიდ შესვენებამდე სტამბულელებმა გადასწრება მოახერხეს.

მესამე პერიოდში "გალათასარაის" პირველი ქულები მანუჩარმა მოუტანა, სამქულიანით თანაგუნდელები 43:37 დააწინაურა და
მას მერე "ბანვითს" თამაშის შემოტრიალების შანსი არ გასჩენია.

მარკოიშვილმა 29 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან 5 მცდელობიდან 3 სამქულიანი ჩააგდო.

მეორე ფინალური შეხვედრა 7 ივნისს ისევ "გალათასარაის" მოედანზე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული