მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონია

AutoSharing Option
"გალათასარაიმ" ფინალური სერიის მე-5 მატჩი საკუთარ არენაზე ერთი ამოსუნთქვით - 76:58 ისე მოიგო, რომ მეტოქე "ბანვითს" შანსი არ დაუტოვა.

ამ პროვინციულ გუნდს ისიც საამაყოდ ექნება, ნახევარფინალიდან "ეფესი" რომ გამოაგდო, ფინალში გავიდა და იქ მომავალ ჩემპიონთან სერია მშრალი ანგარიშით არ წააგო.

მარკოიშვილმა კი საქართველოს, იტალიის, უკრაინის და სლოვენიის ჩემპიონობას თურქული ოქროც მიუმატა და ქართველ კალათბურთელთა შორის გახდა პირველი, რომელმაც ამდენ და ასეთ ძლიერ ჩემპიონატებში გაიმარჯვა.

საჩემპიონო მატჩში მარკოიშვილმა ზომიერად ითამაშა
და ასეთივე შედეგიანობაც აჩვენა. 20 წუთში მანუჩარმა 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ქართველმა უკანახაზელმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჩემპიონებს ჩენკ აკიოლმა 22 ქულით ულიდერა, კარლოს აროიოს ანგარიშზე კი 15 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული