თორნიკე შენგელია "ბრუკლინ ნეთსიდან" "ბოსტონ სელტიქსში" გადადის

AutoSharing Option
28 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერას "ბოსტონ სელტიქსის" რიგებში გააგრძელებს - ეს "სელტიქსსა" და "ბრუკლინ ნეთსს" შორის დადებული გარიგების შედეგად გადაწყდა, რომელიც ოფიციალურად 10 ივლისს გაფორმდება.

რაც შეეხება კლუბებს შორის გარიგების დეტალებს - ბოსტონელებმა კევინ გარნეტისა და პოლ პირსის სანაცვლოდ, შენგელიასთან ერთად, კრის ჰამფრისი, რეჯი ევანსი, ჯერალდ უოლესი და კიტ ბოგანზი მიიღეს.

ამას გარდა, "ნეთსში" გადავიდა ჯეისონ ტერიც, "ბოსტონს" კი კრის ჯოზეფი და 2014, 2016 და 2018 წლებში დრაფტზე არჩევანი ერგო.

ასევე იხილეთ:

თორნიკე შენგელიამ Sportall.ge-ს
მკითხველებს უპასუხა

თორნიკე შენგელია: ამერიკელები მეგობრული ხალხია, ზოგჯერ - ზედმეტადაც კი
მკითხველის კომენტარები / 4 /
წაშალეთ ეს სტატია, არ გადასულა არსად
Donnie
14:04 28-06-2013
0
ჯერ არ გაფორმებულა და არც გადასულა ჯერ თორნიკე. 10 ივლისს გაირკვევა ყველაფერი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული