ლევან ფაცაცია კარიერას უკრაინის "დნიპროაზოტში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ლევან ფაცაცია კარიერას უკრაინაში გააგრძელებს - "დნიპროაზოტში" ჩაირიცხა.

ამ გუნდში ახლახან მთავარ მწვრთნელად ვიქტორ კობზისტი დაინიშნა, რომელიც მანამდე "ბუდიველნიკში" აინარს ბაგაცკისის თანაშემწედ მუშაობდა. თავის მხრივ კი ორიოდე წლის წინათ ბაგაცკისი ფაცაციას "სოხუმში" წვრთნიდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლევანს ვიქტორ კობზისტიც კარგად იცნობს და მისი იმედიც აქვს.

25 წლის ფაცაცია ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტისთვის სლოვენიაში ემზადება.

შეგახსენებთ, რომ იგი გასულ სეზონში "ოლიმპის" ღირსებას იცავდა, უფრო ადრე "სოხუმს" წარმოადგენდა, სადაც ამერიკის კოლეჯების ლიგიდან ჩამოვიდა (ბოლოს "ტროას" უნივერსიტეტში გამოდიოდა).

"დნიპროაზოტმა" გასულ სეზონში, უკრაინის
ჩემპიონატში ბოლოსწინა, მეცამეტე ადგილი დაიკავა. წლეულს პლეი ოფისთვის ბრძოლას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული