საქართველოს ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" თავდამსხმელს მარჯვენა მუხლი აწუხებდა და ზაფხულის კემპის წინ სითხეც კი ამოუღეს, თუმცა ტკივილმა არ იკლო და, ექიმების რეკომენდაციით, ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო - 70-პროცენტიანი დატვირთვით თამაშს მენისკის ოპერაციის გაკეთება სჯობსო, ურჩიეს დასტაქრებმა.
ქართველ კალათბურთელს გულით უნდოდა, სლოვენიაში თანაგუნდელებს დახმარებოდა ევრობასკეტზე, რამდენიმე დღით გადაწყვეტილების
2 აგვისტოს თორნიკე შენგელიას ამერიკაში შევეხმიანეთ:
- ნიუ იორკის კლინიკაში ოპერაციამ ერთ საათს გასტანა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.
როგორც ექიმებმა მითხრეს, საშიში არაფერია. ათიოდე დღეში, ალბათ, ყავარჯნებს გადავყრი, თუმცა სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე ჩემი თამაში გამორიცხულია, რადგან რეაბილიტაციას ორი თვე მაინც დასჭირდება.
პირველი ოქტომბრისთვის უკვე დარბაზში ბურთით ვარჯიშს დავიწყებ და დატვირთვებსაც მოვუმატებ, რომ NBA-ს დასაწყისისთვის მწყობრში ვიყო.
ვიცი, რომ ამ დღეებში ბევრი მქომაგობდა, ზოგმა დამირეკა და გამამხნევა კიდეც. მადლობა ყველას.
ასეთი ყურადღების პასუხად, ვეცდები, გამომჯობინების შემდეგ, კვლავ დავუბრუნდე საქართველოს ნაკრებს და კარგი თამაშით გულშემატკივრები გავახარო, - გვითხრა თორნიკე შენგელიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ისე ნაკრები როდის იწყებს მოსამზადებელ თამაშებს ბევრმა ჩვენმა კონკურენტმა დაიწყო უკვე.