ყოჩაღ, შერმადინო! - გიორგიმ "სარაგოსაში" 20 წუთით და 21 ქულით დაიწყო

AutoSharing Option
პირველი მატჩი გამართა "სარაგოსას" შემადგენლობაში გიორგი შერმადინმა. შეხვედრა წინასასეზონო, მოსამზადებელი იყო, მეტოქე კი ფრანგული "ტარბი" გახლდათ, რომელსაც სარაგოსელებმა 89:83 მოუგეს.

მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი გახდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20 წუთში 21 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

გიორგიმ 12-დან 9 ორქულიანი და 3-დან სამივე საჯარიმო ჩააგდო.

სარაგოსელებს კიდევ 5 საკონტროლო მატჩი აქვთ დაგეგმილი, ვიდრე 13 ოქტომბერს ესპანეთის ჩმპიონატში ჩაებმებიან.

მომდევნო მატჩი 21 სექტემბერს "ხუვენტუდთანაა", 24 სექტემბერს
- "კლავიხოსთან", 27-ში - "ფუენლაბრადასთან", 29-ში - "ლაბორალ კუტხასთან", 2 ოქტომბერს - "მანრესასთან", ხოლო 6-ში - "გიპუზკოა ბასკეტთან".

შერმადინის ახალი კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას 12 ოქტომბერს "ბილბაო ბასკეტთან" სტუმრად ჩაატარებს.

Sportall.Ge

წყარო: www.gbf.ge

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინი: "სარაგოსასთან" ერთად ყველაფრის მოგებას ვეცდები
ვიქტორ სანიკიძე: "სარაგოსას" მწვრთნელს ჩემი დამატების დიდი სურვილი ჰქონდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული