ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი "სარაგოსაში" უკვე ერთად არიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც იტალიურ "სიენასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა, კარიერას ესპანურ "სარაგიოსაში" გააგრძელებს.

არაგონული კლუბის ღირსებას მომავალ სეზონში 2 ქართველი დაიცავს. ცოტა ხნის წინ სარაგოსელებმა კონტარქი გიორგი შერმადინს გაუფორმეს.

სანიკიძემ ესპანურ კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა. ვიქტორი "სარაგოსაშიც" თავისი საყვარელი, 13-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სანიკიძის გუნდში აყვანასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "სარაგოსას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ლუის აბოსმა:

"სანიკიძე იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც აქამდე გვყავდა, სრულიად განსხვავდება. იგი უნივერსალური კალათბურთელია და როგორც დაცვაში, ასევე - შეტევაში მოხსნებში ძალიან ძლიერია.

ვიქტორს სწრაფი პირველი ნაბიჯი აქვს და ფეთქებადი მოთამაშეა, რითაც მეტოქეებს ბევრ პრობლემას უქმნის. იგი იტალიაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა და საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება გააჩნია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სანიკიძეს ევროლიგაში ესპანური კლუბების წინააღმდეგაც უთამაშია და ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა, ამდენად, აქაურ სიტუაციასთან შესაგუებლად დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს. მითუმეტეს, რომ მას კლუბში თანამემამულე გიო შერმადინი ხვდება, რომელთან საერთო ენის გამონახვა ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს".


წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული