ლევან ფაცაცია "დნიპრო-აზოტთან" ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება

AutoSharing Option
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ხუთეულის წევრი ლევან ფაცაცია უკრაინაშია და იქაურ "დნიპრო-აზოტთან" ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება.

გუნდი ამჟამად ჩერკასშია, სადაც "ვენეტოს" თასის პირველი მატჩი ყაზახურ "კასპიისთან" ჩაატარა და 67:57 მოიგო. ფაცაციამ 9 ქულა ჩააგდო.

მანამდე "დნიპრო-აზოტმა" გავრილოვის მემორიალზე სამი შეხვედრა გამართა. "კრასნი ოკტიაბრთან" 82:114 დამარცხდა, "ჩერკასთან" - 69:83, ხოლო "ფეროსთან" - 66:81.

"ოქტომბრელებთან" ლევან ფაცაციამ 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ჩერკასელებთან - 5 ქულა, ხოლო ფეროელებთან - 3 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული