გიორგი შერმადინმა ვიქტორ სანიკიძის დაუხმარებლად კატალონიელებს ვერ აჯობა

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ერთად "სარაგოსაში"

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთში ჩასვლის შემდეგ მეორე საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამჯერად მისი "სარაგოსა" კატალონიაში "ხუვენტუდს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 81:86 დამარცხდა.

გიორგიმ მატჩი 12 ქულით დაასრულა, ხოლო "ხუვენტუდის" გამარჯვება, უმთავრესად, შურნას დამაჯერებელმა თამაშმა განაპირობა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო.

სარაგოსელთაგან ყველაზე მეტი, 22 ქულა ისლანდიელი სტეფანსონის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ წინა მატჩში შერმადინმა 21 ქულა მიითვალა.

"ხუვენტუდთან" თამაშს ვიქტორ სანიკიძემ თვალი გვერდიდან მიადევნა, მოედანზე არ გასულა, რადგან ახალი ჩასული იყო.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული