ვიქტორ სანიკიძე "სარაგოსას" შემადგენლობაში სნაიპერი გახდა

AutoSharing Option
თუ "სარაგოსას" ბოლო საკონტროლო შეხვედრებში ბომბარდირობას გიორგი შერმადინი არავის უთმობდა, ამჯერად მეორე არაგონელმა ქართველმა იკისრა სნაიპერის ფუნქცია.

მადრიდის "ფუენლაბრადასთან" მატჩში ვიქტორ სანიკიძემ 12 ქულა ჩააგდო. ამაზე მეტი არც ერთ სარაგოსელს არ ჰქონდა. გიორგი შერმადინმა, რომელიც ვიქტორთან ერთად სასტარტოში იყო, 5 ქულა მიითვალა.

ქართულ-არაგონულმა გუნდმა ვერაფერი გააწყო ნიკა ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ "ფუენლაბრადასთან" - 62:86 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული