სარაგოსელები "გიპუზკოა ბასკეტს" შეხვდნენ და ანგარიშით 67:83 წააგეს.
ვიქტორ სანიკიძემ არ ითამაშა, ის საქართველოში იმყოფება და ესპანურ ვიზას ელის. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სწორედ ვიზის მისაღებად ჩამოვიდა საქართველოში და 8 ოქტომბერს უკვე ესპანეთში დაბრუნდება.
"სარაგოსას" მეორე ქართველი, გიორგი შერმადინი, "გიპუზკოასთან" საუკეთესო იყო. შერმადინმა 22 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4
პრიმერადივიზიონის პირველ ტურში, 12 ოქტომბერს, "სარაგოსა" სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.
წყარო: gbf.ge
ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: არც მე ვარ ტრავმირებული და არც შერმადინი