გიორგი შერმადინი "გიპუზკოასთან" მატჩში საუკეთესო გახდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის "სარაგოსამ" ესპანური პრიმერადივიზიონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა.

სარაგოსელები "გიპუზკოა ბასკეტს" შეხვდნენ და ანგარიშით 67:83 წააგეს.

ვიქტორ სანიკიძემ არ ითამაშა, ის საქართველოში იმყოფება და ესპანურ ვიზას ელის. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სწორედ ვიზის მისაღებად ჩამოვიდა საქართველოში და 8 ოქტომბერს უკვე ესპანეთში დაბრუნდება.

"სარაგოსას" მეორე ქართველი, გიორგი შერმადინი, "გიპუზკოასთან" საუკეთესო იყო. შერმადინმა 22 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4
საჯარიმო ჩააგდო.

პრიმერადივიზიონის პირველ ტურში, 12 ოქტომბერს, "სარაგოსა" სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: არც მე ვარ ტრავმირებული და არც შერმადინი
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ტაშტი გუნდია ეს სარაგოსა ეტყობა.
sabonis
19:07 08-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული